28 ნოემბერი, 2020

მოზარდ მაყურებელთა თეატრი სპექტაკლს ონლაინ შემოგვთავაზებს

1 დეკემბერს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრი ონლაინ პლატფორმაზე შემოგვთავაზებს სპექტაკლს “ირინეს ბედნიერება”. წარმოდგენა რეჟისორმა დიმიტრი ხვთისიაშვილმა დავით კლდიაშვილის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით დადგა.

მოზარდ მაყურებელთა თეატრი უერთდება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას, რომელიც 1991 წლიდან მთელ მსოფლიოში აღინიშნება. კამპანია მიზნად ისახავს ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და ქალთა უფლებების ირგვლივ სამოქალაქო კონსოლიდაციის გაძლიერებას.

სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით მოზარდ მაყურებელთა თეატრის ონლაინ პლატფორმაზე ნაჩვენები იქნება დიმიტრი ხვთისიაშვილის სპექტაკლი “ირინეს ბედნიერება”, რომელიც 17 საათზე დაიწყება.