ვანდალიზმი ოზურგეთის თეატრში

ვანდალიზმი ოზურგეთის თეატრშიმაშინ, როდესაც ალექსანდრე წუწუნავას სახელობის ოზურგეთის სახელმწიფო თეატრი საზეიმო გახსნისთვის ემზადება, ნაგებობაზე ვანდალიზმი განხორციელდა. სამწუხაროდ, ეს პირველი შემთზვევა არ არის:

“ვანდალიზმი – მატერიალურ ფასეულობათა და კულტურის ძეგლთა უაზრო განადგურება

მთელი დღეა ვაჭიანურებ ამ ფოტოების გამოქვეყნებას. დღეს ისევ გვატკინეს გული. ბავშვებო, რა დაგემართათ? ნუთუ თქვენ არ გიხარიათ ოზურგეთის სიმბოლოდ ქცეული ნაგებობის გალამაზება, მორთვა, კომფორტულად მოწყობა? ჯერ იყო და ქართული თეატრის დღეს „მოგვიხატეს“ თქვენმა თანატოლებმა თეატრის ქათქათა სვეტები…

ახლა შენობის საზეიმო გახსნისათვის მზადებაა და… ასე გამოხატავთ სიყვარულს? თუ კი რამ კარგია გარშემო, ის უნდა გააფუჭო? არ ვავრცელებ ამ პოსტს ზოგადად, ოზურგეთელ ახალგაზრდებზე, ჩვენს მომავალზე. გვახარებს მათი წარმატება… თქვენც ხომ მათ გვერდით იზრდებით?

ოზურგეთი გამორჩეულია იმითაც, რომ აქ სახელმწიფო პროფესიული თეატრია, თეატრი სხვა კულტურაა, სხვა სულიერება… მარტო შენობას კი არა, აქაურ მსახიობებსაც უნდა გაფრთხილება… გაუფრთხილდით და შეიყვარეთ!” – ნათქვამია თეატრის ოფიციალურ განცხადებაში.

ვანდალიზმი ოზურგეთის თეატრში

ვანდალიზმი ოზურგეთის თეატრში