მნიშვნელოვანი შეხვედრა მოზარდ მაყურებელთა თეატრში

მნიშვნელოვანი შეხვედრა მოზარდ მაყურებელთა თეატრში27 ივლისს, 11:00 საათზე, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში დავით აღმაშენებლის 99-ში, კონკურსში გამარჯვებული თბილისის თეატრებისა და კულტურის სამინისტროს ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

კულტურის სამინისტრომ კონკურსის „დედაქალაქის პროფესიული თეატრები რეგიონებში – ხელშეწყობა საგასტროლო ხარჯებით“ გამარჯვებულები გამოავლინა:

სპექტაკლი “ჯილდო?!” – რობერტ სტურუას სპექტაკლის საპრემიერო ჩვენება ონში, ამბროლაურსა და მესტიაში – შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრი;

საკონცერტო პროგრამა „გვესტუმრეთ ზღაპართა სამყაროში“ – იმერეთის, გურიისა და აჭარის სოფლებში და ქალაქ ფოთში. მიუზიკლი „ალადინი“ ბათუმში, „ სარა ბარა ბზია ბზბოიტ ანუ მე შენ მიყვარხარ“ – რუხის ციხეზე, ანაკლიაში, წეროვანის დევნილთა დასახლებასა და სოფელ კოდაში – ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი;

სპექტაკლი „დედაენა“ – ჭიათურა, ტყიბული, ლანჩხუთი, ჩოხატაური, ხელვაჩაური, გურიის რეგიონის სოფლები – თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების სახელმწიფო თეატრი;

ჩრდილების სახელმწიფო თეატრის „აფხაზეთი“ გასტროლი გურიასა და სამცხე-ჯავახეთში;

სპექტაკლი „შეყრა“ ბათუმში – ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი;

სპექტაკლი „მაუგლი“ სენაკსა და ქუთაისში – ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსული სახელმწიფო თეატრი;

სპექტაკლი „დანაშაული და სასჯელი“ – საჩხერე, მესტია, ოზურგეთი, სენაკი – კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრი;

თანამედროვე ბალეტი „ბეატრიჩე“ ბათუმში – გიორგი ალექსიძის სახელობის თანამედროვე ქორეოგრაფიის განვითარების ფონდი.

კულტურის სამინისტროში სულ 16 განაცხადი შევიდა, აქედან მხოლოდ რვამ გაიმარჯვა. კონკურსისთვის გამოყოფილი ჯამური ბიუჯეტი  200 000 ლარს შეადგენდა.

თბილისის თეატრების საგასტროლო ტურნე საქართველოს მასშტაბით 27 ივლისიდან დაიწყება.