შესარჩევი კონკურსი ნიკოლოზ ბარათაშვილის როლზე

შესარჩევი კონკურსი ნიკოლოზ ბარათაშვილის როლზეპოეტის ნიკოლოზ ბარათაშვილის როლის შემსრულებლის შესარჩევად ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრმა და საზოგადოებრივმა და შემოქმედებითმა გაერთიანებამ „ეროვნული იმპერატივი“ ერთობლივი თეატრალური პროექტისათვის კონკურსი გამოაცხადა.

ახალი სპექტაკლის ,,ეს მე ვარ, ნიკოლოზ ბარათაშვილი” ავტორი და რეჟისორი გიორგი სავანელია.

პროექტი ხორციელდება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით.
მთავარი მოთხოვნები:

სამსახიობო განათლება (დამთავრებული უნდა ჰქონდეს სამსახიობო ფაკულტეტი, ან იყოს დამამთავრებელი კურსის სტუდენტი).

ასაკი 40 წლამდე;

არ უნდა ჰგავდეს ნიკოლოზ ბარათაშვილის ლადო გუდიაშვილისეულ ცნობილ პორტრეტს.

პროექტის ავტორები აცხადებენ – დასადგმელი პიესიდან გამომდინარე, ჩვენ ვეძებთ ისეთ ,,ნიკოლოზ ბარათაშვილს”, როგორიც დამდგმელ ჯგუფს აქვს მოაზრებული და არა სტერეოტიპულ, შეყვარებული პოეტის იმიჯის მქონე მსახიობს. შესაბამისად, ნუ შეიზღუდებით დიდი ოსტატის ფანტაზიით შექმნილი ბარათაშვილის პორტრეტის ზეგავლენით. სინამდვილეში ის არ არის ნიკოლოზ ბარათაშვილი და არც მსგავსი ყოფილა. ბუნებრივია, ჩვენც არ ვიცით დაზუსტებით მისი ვიზუალი. ამიტომ, არ ვეძებთ მსახიობს რაიმე ვიზუალური მსგავსების მიხედვით.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ 12 სექტემბრის ჩათვლით, მიიღონ მონაწილოება შერჩევაში და თეატრის ელექტრონულ ფოსტაზე youththeatretbilisi@gmail.com გააგზავნონ შემდეგი ინფორმაცია: სახელი და გვარი; ასაკი; 3 ფოტოსურათი; შესრულებული როლების ჩამონათვალი ან CV.

სპექტაკლის პრემიერა დაგეგმილია 4 დეკემბერს, სიმბოლურად ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადების დღის თარიღზე, შემდეგ კი სპექტაკლი დარჩება ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა სახელწმიფო თეატრის რეპერტუარში.