რუსთაველის თეატრის გასტროლი რუსეთში

რუსთაველის თეატრის გასტროლი რუსეთშიშოთა რუსთაველის ეროვნულ თეატრს უახლოეს დღეებში რუსეთში ელოდებიან. მოსკოვში ჩეხოვის ფესტივალზე თეატრის დასი ითამაშებს რობერტ სტურუას მიერ დადგმულ სპექტაკლს “თამაშის დასასრული”.

“ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ მოსკოველი მაყურებლისთვის შეგვიძლია ვითამაშოთ ჩვენი ერთ-ერთი ბოლო სპექტაკლი. არაჩვეულებრივი პიესა, არაჩვეულებრივი ავტორი და მგონია, რომ მსახიობებიც ცუდად არ თამაშობენ,” – ამბობს რობერტ სტურუა.

მსახიობ ნანა ფაჩუაშვილს კი მიაჩნია, რომ: “ახლა, როცა ჩვენ ვთამაშობთ ასეთ რთულ პიესას, რუსი მაყურებლის იმედი გვაქვს, რადგან რუს მაყურებელს უყვარს მოსმენა და გააზრება.”