შოთა რუსთაველის ეროვნულ თეატრს უახლოეს დღეებში რუსეთში ელოდებიან. მოსკოვში ჩეხოვის ფესტივალზე თეატრის დასი ითამაშებს რობერტ სტურუას მიერ დადგმულ სპექტაკლს “თამაშის დასასრული”.
ისტორიის ფურცლები:
“ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ მოსკოველი მაყურებლისთვის შეგვიძლია ვითამაშოთ ჩვენი ერთ-ერთი ბოლო სპექტაკლი. არაჩვეულებრივი პიესა, არაჩვეულებრივი ავტორი და მგონია, რომ მსახიობებიც ცუდად არ თამაშობენ,” – ამბობს რობერტ სტურუა.
მსახიობ ნანა ფაჩუაშვილს კი მიაჩნია, რომ: “ახლა, როცა ჩვენ ვთამაშობთ ასეთ რთულ პიესას, რუსი მაყურებლის იმედი გვაქვს, რადგან რუს მაყურებელს უყვარს მოსმენა და გააზრება.”
