22 სექტემბერი, 2021

ჯაბა კილაძე გეგა კობახიძის როლს ემშვიდობება

მსახიობი ჯაბა კილაძე კოლეგის გეგა კობახიძის როლს ემშვიდობება.

სპექტაკლი “ჯინსების თაობა” თავისუფალ თეატრში რეჟისორმა დავით დოიაშვილმა მწერალ დათო ტურაშვილის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით 21 წლის წინ დადგა.

28 სექტემბერს ჯაბა კილაძე ბოლოჯერ ითამაშებს სპექტაკლში:

“ჩვენო ძვირფასო მაყურებელო,

არაჩვეულებრივმა ჯაბა კილაძემ 21 წლის მანძილზე, ღირსეულად, დუბლიორის გარეშე 2000-ზე მეტჯერ ითამაშა გეგა კობახიძის როლი სპექტაკლში “ჯინსების თაობა”.

ახლა დადგა დრო, როცა მან, მასზე უფრო ახალგაზრდა მსახიობს უნდა გადასცეს ეს როლი. ერთგულებისათვის, მაღალი პროფესიონალიზმისათვის და უბრალოდ იმისთვის, რომ ის 21 წელია “თავისუფალი თეატრის” წამყვანი მსახიობია და კიდევ მრავალი, მრავალი წელი იქნება ამ თეატრის მსახიობი, ვუთხრათ მადლობა ჩვენს შესანიშნავ, არაჩვეულებრივ ჯაბას 28 სექტემბერს, როცა ის ბოლოჯერ ითამაშებს სპექტაკლში “ჯინსების თაობა”.