თამარ სხირტლაძე

თამარ სხირტლაძის ყველაზე დიდი სურვილი

თამარ სხირტლაძის ყველაზე დიდი სურვილი

რაც დრო გადის, ქართული თეატრისა და კინოს უხუცეს მსახიობს თამარ სხირტლაძეს სულ უფრო მეტად ენატრება ერთადერთი შვილი – თაზო თოლორაია: ”რაც დრო გადის, უფრო მეტად მჭირდება და მენატრება ჩემი შვილი. ეს ამოუვსებელი ტკივილი და მშობლისთვის მოუშუშებელი იარაა. კოტე მისთვის სულ ლოცულობდა. მეც ვლოცულობ, მაგრამ კოტე ნამეტანს შვრებოდა. მწამს, მაგრამ როცა გრძნობ, რომ არ ხარ ეკლესიური […]

თამარ სხირტლაძის და ლეო ანთაძის ცეკვა

თამარ სხირტლაძის და ლეო ანთაძის ცეკვა

მარჯანიშვილის თეატრის უხუცესმა მსახიობებმა თამარ სხირტლაძემ და ლეო ანთაძემ “იმედის დღეში” სტუმრობა ერთობლივი ცეკვით დაასრულეს. მსახიობებმა თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძის რუბრიკაში ვიზიტის შემდეგ, ექსპრომტად იცეკვეს და “იმედის” თანამშრომლების მხურვალე აპლოდისმენტები და კომპლიმენტები დაიმსახურეს.

ლალი ბადურაშვილის უკანასკნელი როლი

ლალი ბადურაშვილის უკანასკნელი როლი

მსახიობმა ლალი ბადურაშვილმა უკანასკნელი როლი რეჟისორ ბექა სიხარულიძის ფილმში ითამაშა. “From Life to Life” – “სიცოცხლიდან სიცოცხლემდე” – ასე ჰქვია ბექა სიხარულიძის ახალ ნამუშევარს. ფილმის რეჟისორი, სცენარის ავტორი და მთავარი როლის შემსრულებელი თავად ბექა სიხარულიძეა. მსოფლიო პანდემიამ დაბრკოლებები ფილმის შემოქმედებით ჯგუფსაც შეუქმნა, თუმცა ხანგრძლივი მუშაობის პროცესი დასრულდა. ფილმი საერთაშორისო კინოფესტივალებში მონაწილეობისთვის ემზადება. ბექა სიხარულიძის ფილმი […]

თამარ სხირტლაძე მედეა ჩახავაზე

თამარ სხირტლაძე მედეა ჩახავაზე

უხუცესი მსახიობი თამარ სხირტლაძე კოლეგაზე – მედეა ჩახავაზე უდიდესი სიყვარულით საუბრობს. ამბობს, რომ ცხოვრების ურთულესი ეტაპები სწორედ მედეასთან ურთიერთობას გადაატანინა და ცხოვრებიდან ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეპიზოდს იხსენებს: “მე და მედიკო ჩახავა სამეფო უბნის თეატრში ვთამაშობდით სპექტაკლს „აქ, ამ სავანეში“, რომელიც თემურ ჩხეიძემ დადგა. თემურს დავურეკე, მე, ალბათ, ვეღარ შევძლებ თამაშს-მეთქი. მაგრამ მედიკო და თემური გვერდით დამიდგნენ, […]

თამარ სხირტლაძის და გიული ჩოხელის ჯილდო

თამარ სხირტლაძის და გიული ჩოხელის ჯილდო

მსახიობ თამარ სხირტლაძის და ჯაზ-მომღერალ გიული ჩოხელის ჯილდო – საუკუნის პერსონა – ორივე ქალბატონს საზეიმოდ გადაეცა. საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოვების ცერემონიაზე „პერსონა 2019“ უმაღლესი ტიტულით – საუკუნის პერსონა – სწორედ მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი თამარ სხირტლაძე და ჯაზ-მომღერალი გიული ჩოხელი დაჯილდოვდნენ. მათ გარდა საღამოზე საზოგადოების სხვადასხვა სფეროს – მედიცინის, სამოქალაქო სექტორის, კულტურისა და განათლების სფეროების განვითარებაში […]

თამარ სხირტლაძემ ვერიკო ანჯაფარიძის რეკორდი მოხსნა

თამარ სხირტლაძემ ვერიკო ანჯაფარიძის რეკორდი მოხსნა

მარჯანიშვილის თეატრის მსახიობმა თამარ სხირტლაძემ კოლეგის – გენიალური ვერიკო ანჯაფარიძის რეკორდი მოხსნა. თამარ სხირტლაძე უკვე 73 წელია სცენაზეა და სწორედ ეს არის ის რეკორდი, რომელშიც მან ვერიკო ანჯაფარიძეს აჯობა. 2 მაისს მსახიობი 90 წლის ხდება და მას თეატრსა და კინოში 100-ზე მეტი როლი აქვს შესრულებული. ლალი მიქაძე: “თეატრალურში რომ აბარებდა, არც კი იცოდა “ეტიუდი” რა […]

89 წლის ასაკში აცეკვებული თამარ სხირტლაძე

თამარ სხირტლაძე

მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი თამარ სხირტლაძე 89 წლისაა, მაგრამ ეს სულაც არ უშლის ხელს, რომ იცეკვოს და დამსწრე საზოგადოება აღაფრთოვანოს. მიუხედავად იმისა, რომ ერთადერთი შვილი გარდაეცვალა და სულ რამდენიმე თვის წინ მეუღლეც დაკარგა, თავის სატკივარს მსახიობი არავის ახვევს თავზე და შინაგანი სიძლიერით სხვებისთვის მისაბაძი მაგალითია. თამარ სხირტლაძის ცეკვის ჩანაწერი ინტერნეტში გავრცელდა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა.   […]

კოტე თოლორაია გარდაიცვალა

კოტე თოლორაია გარდაიცვალა

მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი კოტე თოლორაია 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ რეჟისორმა დიმიტრი ხვთისიაშვილმა გაავრცელა: “არაჩვეულებრივი კაცი, საოცრად თბილი და სიკეთით სავსე, ბატონი კოტე თოლორაია გარდაიცვალა.” მსახიობმა მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება ქართულ თეატრს და კინოს მიუძღვნა. გადაღებულია 25-მდე ფილმში, მარჯანიშვილის თეატრში კი არაერთ სპექტაკლში ითამაშა. კოტე თოლორაია თამარ სხირტლაძის მეუღლე და თაზო თოლორაიას […]

“რატომ უნდა წასულიყო გივი ბერიკაშვილი ტკივილით?!”

"რატომ უნდა წასულიყო გივი ბერიკაშვილი ტკივილით?!"

მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი თამარ სხირტლაძე კოლეგას გივი ბერიკაშვილს იხსენებს და მის გულისტკივილზე ღიად საუბრობს: “გივი მოვიდა ჩემთან, ძალიან შეწუხებული იყო. მითხრა ხელფასი მომიჭრეს, იმას ვტირივარ, ზურას რა ვუყო, ზურა იღებდა ჩემს ხელფასს, არ ვიცი, მოკვდება ალბათ მშიერიო. მაშინ ცოტა უხეშად მომივიდა და ვუთხარი, მაინცდამაინც საკუთარ თავზე უნდა გამოსცადო, სხვისი ტკივილი რომ გაიგო-მეთქი. ეს იყო 2 […]

თაზო თოლორაია – ღიმილის ბიჭი დიდი სევდით

თაზო თოლორაია - ღიმილის ბიჭი დიდი სევდით

თბილი, მხიარული, რომანტიკული, ლაღი და იუმორით აღსავსე ადამიანი – ასე ახასიათებენ თეატრისა და კინოს მსახიობს თაზო თოლორაიას მისი კოლეგები და მეგობრები. მართლაც მსახიობი ყველაფერს იუმორით უყურებდა და სულ ამბობდა, ყველაზე კარგი გამოსავალი იუმორიაო. თაზო თოლორაიას სავიზიტო ბარათად მისი ცხვირი იქცა, რომელმაც პროფესიულ საქმიანობაში არაერთი საინტერესო როლი განასახიერებინა. კოტე თოლორაიასა და თამარ სხირტლაძის ერთადერთი შვილი 51 […]