27 იანვარი, 2018

89 წლის ასაკში აცეკვებული თამარ სხირტლაძე

თამარ სხირტლაძემარჯანიშვილის თეატრის მსახიობი თამარ სხირტლაძე 89 წლისაა, მაგრამ ეს სულაც არ უშლის ხელს, რომ იცეკვოს და დამსწრე საზოგადოება აღაფრთოვანოს.

მიუხედავად იმისა, რომ ერთადერთი შვილი გარდაეცვალა და სულ რამდენიმე თვის წინ მეუღლეც დაკარგა, თავის სატკივარს მსახიობი არავის ახვევს თავზე და შინაგანი სიძლიერით სხვებისთვის მისაბაძი მაგალითია.

თამარ სხირტლაძის ცეკვის ჩანაწერი ინტერნეტში გავრცელდა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა.