28 სექტემბერი, 2020

ლალი ბადურაშვილის უკანასკნელი როლი

მსახიობმა ლალი ბადურაშვილმა უკანასკნელი როლი რეჟისორ ბექა სიხარულიძის ფილმში ითამაშა.

“From Life to Life” – “სიცოცხლიდან სიცოცხლემდე” – ასე ჰქვია ბექა სიხარულიძის ახალ ნამუშევარს. ფილმის რეჟისორი, სცენარის ავტორი და მთავარი როლის შემსრულებელი თავად ბექა სიხარულიძეა.

მსოფლიო პანდემიამ დაბრკოლებები ფილმის შემოქმედებით ჯგუფსაც შეუქმნა, თუმცა ხანგრძლივი მუშაობის პროცესი დასრულდა. ფილმი საერთაშორისო კინოფესტივალებში მონაწილეობისთვის ემზადება.

ბექა სიხარულიძის ფილმი დრამაა და მასში მონაწილეობენ ლალი ბადურაშვილი, ნინო კურატაშვილი, ასმათ ტყაბლაძე, თამარ სხირტლაძე, გივი სიხარულიძე, ია შუღლიაშვილი…