7 სექტემბერი, 2017

კოტე თოლორაია გარდაიცვალა

მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი კოტე თოლორაია 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ რეჟისორმა დიმიტრი ხვთისიაშვილმა გაავრცელა:

“არაჩვეულებრივი კაცი, საოცრად თბილი და სიკეთით სავსე, ბატონი კოტე თოლორაია გარდაიცვალა.”

მსახიობმა მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება ქართულ თეატრს და კინოს მიუძღვნა. გადაღებულია 25-მდე ფილმში, მარჯანიშვილის თეატრში კი არაერთ სპექტაკლში ითამაშა.

კოტე თოლორაია თამარ სხირტლაძის მეუღლე და თაზო თოლორაიას მამა იყო.