21 დეკემბერი, 2019

თამარ სხირტლაძის და გიული ჩოხელის ჯილდო

თამარ სხირტლაძის და გიული ჩოხელის ჯილდომსახიობ თამარ სხირტლაძის და ჯაზ-მომღერალ გიული ჩოხელის ჯილდო – საუკუნის პერსონა – ორივე ქალბატონს საზეიმოდ გადაეცა.

საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოვების ცერემონიაზე „პერსონა 2019“ უმაღლესი ტიტულით – საუკუნის პერსონა – სწორედ მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი თამარ სხირტლაძე და ჯაზ-მომღერალი გიული ჩოხელი დაჯილდოვდნენ.

მათ გარდა საღამოზე საზოგადოების სხვადასხვა სფეროს – მედიცინის, სამოქალაქო სექტორის, კულტურისა და განათლების სფეროების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის განსაკუთრებული ადამიანები გამოავლინეს და ჯილდოებიც გადასცეს.