8 ოქტომბერი, 2020

თამარ სხირტლაძის და ლეო ანთაძის ცეკვა

მარჯანიშვილის თეატრის უხუცესმა მსახიობებმა თამარ სხირტლაძემ და ლეო ანთაძემ “იმედის დღეში” სტუმრობა ერთობლივი ცეკვით დაასრულეს.

მსახიობებმა თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძის რუბრიკაში ვიზიტის შემდეგ, ექსპრომტად იცეკვეს და “იმედის” თანამშრომლების მხურვალე აპლოდისმენტები და კომპლიმენტები დაიმსახურეს.