თამარ სხირტლაძე მედეა ჩახავაზე

თამარ სხირტლაძე მედეა ჩახავაზეუხუცესი მსახიობი თამარ სხირტლაძე კოლეგაზე – მედეა ჩახავაზე უდიდესი სიყვარულით საუბრობს. ამბობს, რომ ცხოვრების ურთულესი ეტაპები სწორედ მედეასთან ურთიერთობას გადაატანინა და ცხოვრებიდან ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეპიზოდს იხსენებს:

“მე და მედიკო ჩახავა სამეფო უბნის თეატრში ვთამაშობდით სპექტაკლს „აქ, ამ სავანეში“, რომელიც თემურ ჩხეიძემ დადგა. თემურს დავურეკე, მე, ალბათ, ვეღარ შევძლებ თამაშს-მეთქი. მაგრამ მედიკო და თემური გვერდით დამიდგნენ, ძალა დამატანეს. კოტემ (კოტე თოლორაია – თამარ სხირტლაძის მეუღლე – ავტ.) ტელეფონში რომ გაიგონა ეს ლაპარაკი, მითხრა, თუ გინდა კარგად გავხდე, წადი რეპეტიციაზეო.

მედიკომ გადამატანინა ეს დიდი ტკივილი, შვილზე თუ დავიწყებდი ლაპარაკს, სხვა თემაზე მიწყებდა ლაპარაკს.”