ჭდე: ქართული ანბანი

ქართული ანბანის პრეზენტაცია ლონდონში

ქართული ანბანის პრეზენტაცია ლონდონში

ლონდონში, აზიის სამეფო საზოგადოებაში ქართული ანბანის და მასზე შექმნილი წიგნის “ცოცხალი ანბანი” პრეზენტაცია გაიმართება. გიორგი კალანდია, ხელოვნების სასახლის დირექტორი: “პროფესორ ალექსანდრე მიქაბერიძის, ქალბატონ ცირა კემულარიას და ხელოვნების სასახლის ურთიერთანამშრომლობის ბრწყინვალე შედეგი. 11 ივნისს ლონდონში, აზიის სამეფო საზოგადოებაში გაიმართება წიგნის “ცოცხალი ანბანი” პრეზენტაცია. წიგნის ავტორია ალექსანდრე მიქაბერიძე, გამომცემელი ცირა კემულარია, ხოლო წიგნი ხელოვნების სასახლეში თქვენი მონა […]

ქართული ანბანით შექმნილი ულამაზესი ორნამენტები

ქართული ანბანით შექმნილი არაერთი ორიგინალური ნამუშევარი გვინახავს, თუმცა ნამუშევარი, რომელსაც დავით რობაქიძე გვთავაზობს, ყველასგან გამორჩეულია. ქართული ანბანის 33-ვე ასო – ანიდან ჰოემდე სულ სხვა რაკურსით არის დანახული და ის ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია.

ქართული ანბანის საგანგებო გამოფენა Google-ზე

ქართული ანბანის საგანგებო გამოფენა Google-ზე

Google-მა ქართულ ანბანს საგანგებო გამოფენა მიუძღვნა და იგი დღეს დილას ონლაინ პლატფორმაზე ჩაიტვირთა. ინფორმაცია ამის შესახებ ხელოვნების სასახლის დირექტორმა გიორგი კალანდიამ გაავრცელა: “დღეს ბევრი აღნიშნავს ქართული ენის დღეს, თუმცა სიამაყით ვიტყვი მხოლოდ, რომ ხელოვნების სასახლემ მოახერხა და წელს ეს ეროვნული ზეიმი საერთაშორისო მასშტაბის გახადა! 14 აპრილის აღსანიშნავად Google-მა ქართულ ანბანს საგანგებო გამოფენა მიუძღვნა და იგი […]

პირველად ქვეყნდება ქართული ანბანის უნიკალური ნიმუშები

პირველად ქვეყნდება ქართული ანბანის უნიკალური ნიმუშები

ქართული ანბანის უნიკალური ნიმუშები პირველად გამოქვეყნდება. წიგნი ხელოვნების სასახლის ხელშეწყობით დაიბეჭდა და მისი პრეზენტაცია უახლოეს მომავალში გაიმართება. გიორგი კალანდია, ხელოვნების სასახლის დირექტორი: “ალექსანდრე მიქაბერიძე, ცირა კემულარია – ამ ორ შესანიშნავ ადამიანს მინდა მივულოცო ამ ბრწყინვალე წიგნის გამოცემა. ალექსანდრეს როგორც ავტორს, ცირას როგორც გამომცემელს, ხელოვნების სასახლეს კი როგორც ორგანიზატორს და ამ საქმის მხარდამჭერს. გამოვიდა მართლა შესანიშნავი […]

გამარჯობა! – ასე სცემენ პატივს ქართულ ანბანს კორეაში

გამარჯობა! - ასე სცემენ პატივს ქართულ ანბანს კორეაში

მაშინ, როცა საქართველოში თითქმის არავინ იცავს კანონს სახელმწიფო ენის შესახებ, კორეის ქალაქ სეულში ქართული ანბანისადმი პატივისცემა ადგილობრივებმა ასე გამოხატეს. ამ ქალაქში ასეთი კიდევ 13-ია და ყველა სხვადასხვა ენაზე. სეულში იდეის ავტორებმა თავისი ჩანაფიქრით მსოფლიოში არსებული 14 ანბანის პოპულარიზაცია მოახდინეს.

150 ქვეყანა ფეხზე წამომდგარი უკრავდა ტაშს ქართულ ანბანს!

150 ქვეყანა ფეხზე წამომდგარი უკრავდა ტაშს ქართულ ანბანს!

ქართული ანბანი და მისი სამი სახეობა მთელმა მსოფლიოს აღიარა. ამის დასტურია ის ფაქტი, რომ “იუნესკომ” ქართული ანბანი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა. ლევან ჩაჩუა: “150 ქვეყანა ფეხზე წამომდგარი უკრავდა ტაშს ქართულ ანბანს! “იუნესკომ” ქართული ანბანი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა. ამ ფაქტს სახელმწიფოსგანაც და ხალხის მხრიდანაც დიდი გამოხმაურება უნდა მოჰყვეს! მსოფლიოში არსებული 14 ანბანიდან პირველები ვართ, ვინც […]

ქართული ანბანის ისტორია 160-ზე მეტი ექსპონატით გაცოცხლდა

ქართული ანბანის ისტორია 160-ზე მეტი ექსპონატით გაცოცხლდა

გერმანიის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა და ცნობილმა გაზეთმა “Frankfurter Algemeine” ქართული ანბანის ისტორიის შესახებ მოწყობილ გამოფენას ვრცელი სტატია მიუძღვნა. ოფენბახის შრიფტის მუზეუმში ქართული ანბანის ისტორია 160-ზე მეტი ექსპონატით გაცოცხლდა. გიორგი კალანდია, ხელოვნების სასახლის დირექტორი: “ქართული ანბანის კიდევ ერთი დიდი წარმატება! დღეს გერმანიის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა და ცნობილმა გაზეთმა “Frankfurter Algemeine” დიდი სტატია მიუძღვნა ხელოვნების სასახლის მიერ […]

ქართული ანბანი ფრანკფურტის მეტროში

ქართული ანბანი ფრანკფურტის მეტროში

წელს საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მასპინძელი ქვეყანაა. ამისთვის მზადება საქართველომ კარგა ხნის წინ დაიწყო. ფრანკფურტში სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები დაიგეგმა – გამოფენები, პრეზენტაციები, ქართული კინოს ჩვენებები, ქართული ანბანისა და დამწერლობისადმი მიძღვნილი გამოფენები. ფრანკფურტის მეტროში ქართული ანბანი გამოიფინა. ფოტოები გერმანიაში მცხოვრებმა ოპერის მომღერალმა გიორგი ონიანმა გაავრცელა: “ქართული ანბანი ფრანკფურტის მეტროში! მომენტი, როცა გული სიამაყით გევსება.”

ქართული ანბანი გერმანიას იპყრობს

ქართული ანბანი გერმანიას იპყრობს

რამდენიმე დღეში გერმანიაში ფრანკფურტის წიგნის ფესტივალი გაიხსნება. საქართველო ამ ფესტივალისთვის წელს განსაკუთრებულად მოემზადა. ქართული ანბანი და ლიტერატურა გერმანიაში მთელი თავისი ბრწყინვალებით იქნება წარმოდგენილი. ქართული ანბანი გერმანიას იპყრობს. გერმანიის ერთ-ერთმა უდიდესმა გამოცემამ „Frankfurt spezial“-მა ხელოვნების სასახლის მიერ ოფენბახის შრიფტის მუზეუმში დაგეგმილი გამოფენის პოსტერი დაბეჭდა. გაზეთი 250 ათასიანი ტირაჟით გამოდის და მთელს გერმანიაში ვრცელდება. გაზეთმა ”Offenbach-post”-მა კი […]

ქართული ანბანი გერმანული მედიის ფოკუსში

ქართული ანბანი გერმანული მედიის ფოკუსში

4 ოქტომბერს ოფენბახის შრიფტის მუზეუმში ქართული ანბანისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და ხელოვნების სასახლემ მოამზადა. ექსპოზიცია უკვე მოექცა გერმანული მედიის ყურადღების ცენტრში. აი, რას წერს გერმანული ელექტრონული მედია მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს ოფენბახის შრიფტის მუზეუმში ქართული ანბანისადმი მიძღვნილ გამოფენაზე: “თბილისი ჩემს ფიქრებში. შრიფტის ძველი და ახალი ხელოვნება საქართველოდან. […]