ქართული ანბანის საგანგებო გამოფენა Google-ზე

ქართული ანბანის საგანგებო გამოფენა Google-ზეGoogle-მა ქართულ ანბანს საგანგებო გამოფენა მიუძღვნა და იგი დღეს დილას ონლაინ პლატფორმაზე ჩაიტვირთა.

ინფორმაცია ამის შესახებ ხელოვნების სასახლის დირექტორმა გიორგი კალანდიამ გაავრცელა:

“დღეს ბევრი აღნიშნავს ქართული ენის დღეს, თუმცა სიამაყით ვიტყვი მხოლოდ, რომ ხელოვნების სასახლემ მოახერხა და წელს ეს ეროვნული ზეიმი საერთაშორისო მასშტაბის გახადა!

14 აპრილის აღსანიშნავად Google-მა ქართულ ანბანს საგანგებო გამოფენა მიუძღვნა და იგი დღეს დილას ონლაინ პლატფორმაზე ჩაიტვირთა.”