ქართული ანბანის პრეზენტაცია ლონდონში

ქართული ანბანის პრეზენტაცია ლონდონში ლონდონში, აზიის სამეფო საზოგადოებაში ქართული ანბანის და მასზე შექმნილი წიგნის “ცოცხალი ანბანი” პრეზენტაცია გაიმართება.

გიორგი კალანდია, ხელოვნების სასახლის დირექტორი:

“პროფესორ ალექსანდრე მიქაბერიძის, ქალბატონ ცირა კემულარიას და ხელოვნების სასახლის ურთიერთანამშრომლობის ბრწყინვალე შედეგი.

11 ივნისს ლონდონში, აზიის სამეფო საზოგადოებაში გაიმართება წიგნის “ცოცხალი ანბანი” პრეზენტაცია. წიგნის ავტორია ალექსანდრე მიქაბერიძე, გამომცემელი ცირა კემულარია, ხოლო წიგნი ხელოვნების სასახლეში თქვენი მონა მორჩილის რედაქტორობით მომზადდა, გამოცემას შესანიშნავი დიზაინერობა ირაკლი ზამბახიძემ გაუწია.

წიგნი გვიყვება იმ შესანიშნავ აღმოჩენაზე, რომელიც პროფესორმა ალექსანდრე მიქაბერიძემ ლილის ბიბლიოთეკაში განახორციელა და რომლის შედეგადაც ქართულმა სამეცნიერო საზოგადოებამ სულხან საბა ორბელიანის უნიკალური ხელნაწერისა და დიდი კალიგრაფის პეტრე ლარაძის შემოქმედების შესახებ შეიტყო!

“მოდით და ნახეთ ყოველმან, შემსხმელმან, შემამკობელმან.”