18 თებერვალი, 2020

ხორხე ლუის ბორხესის ნოველა ქართული ანბანით

ხორხე ლუის ბორხესის ნოველა ქართული ანბანითქართული ანბანით არაერთი უცხოელი დაინტერესებულა და ჩვენც გვიამაყია, თუმცა ინფორმაცია, რომელსაც თამრო ოქრუაშვილი ავრცელებს, ნამდვილად განსაკუთრებულია:

“ნუ იფიქრებთ, რომ ამ ანბანს ასოები აკლია. ეს არის Érik Desmazières-ს მიერ შექმნილი გრავიურა ხორხე ლუის ბორხესის ფანტასტიკური ნოველისთვის “ბაბილონის ბიბლიოთეკა”. ეს გამოცემა 1997 წელს გამოვიდა მხოლოდ 2000 ეგზემპლარად.

ნოველის მიხედვით, უზარმაზარ ბიბლიოთეკაში დაცულია წიგნები, რომელთა დასაწერად 22 ასოიანი ანბანია გამოყენებული. ყველა წიგნში ერთიდაიგივე რაოდენობის სტრიქონები და გვერდებია.

ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ გრავიორმა ქართული ანბანი აირჩია ნოველის ილუსტრირებისათვის.”