ჭდე: ქართული ანბანი

ქართული ანბანი ფრანკფურტის მეტროში

ქართული ანბანი ფრანკფურტის მეტროში

წელს საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მასპინძელი ქვეყანაა. ამისთვის მზადება საქართველომ კარგა ხნის წინ დაიწყო. ფრანკფურტში სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები დაიგეგმა – გამოფენები, პრეზენტაციები, ქართული კინოს ჩვენებები, ქართული ანბანისა და დამწერლობისადმი მიძღვნილი გამოფენები. ფრანკფურტის მეტროში ქართული ანბანი გამოიფინა. ფოტოები გერმანიაში მცხოვრებმა ოპერის მომღერალმა გიორგი ონიანმა გაავრცელა: “ქართული ანბანი ფრანკფურტის მეტროში! მომენტი, როცა გული სიამაყით გევსება.”

ქართული ანბანი გერმანიას იპყრობს

ქართული ანბანი გერმანიას იპყრობს

რამდენიმე დღეში გერმანიაში ფრანკფურტის წიგნის ფესტივალი გაიხსნება. საქართველო ამ ფესტივალისთვის წელს განსაკუთრებულად მოემზადა. ქართული ანბანი და ლიტერატურა გერმანიაში მთელი თავისი ბრწყინვალებით იქნება წარმოდგენილი. ქართული ანბანი გერმანიას იპყრობს. გერმანიის ერთ-ერთმა უდიდესმა გამოცემამ „Frankfurt spezial“-მა ხელოვნების სასახლის მიერ ოფენბახის შრიფტის მუზეუმში დაგეგმილი გამოფენის პოსტერი დაბეჭდა. გაზეთი 250 ათასიანი ტირაჟით გამოდის და მთელს გერმანიაში ვრცელდება. გაზეთმა ”Offenbach-post”-მა კი […]

ქართული ანბანი გერმანული მედიის ფოკუსში

ქართული ანბანი გერმანული მედიის ფოკუსში

4 ოქტომბერს ოფენბახის შრიფტის მუზეუმში ქართული ანბანისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და ხელოვნების სასახლემ მოამზადა. ექსპოზიცია უკვე მოექცა გერმანული მედიის ყურადღების ცენტრში. აი, რას წერს გერმანული ელექტრონული მედია მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს ოფენბახის შრიფტის მუზეუმში ქართული ანბანისადმი მიძღვნილ გამოფენაზე: “თბილისი ჩემს ფიქრებში. შრიფტის ძველი და ახალი ხელოვნება საქართველოდან. […]

მისი უდიდებულესობა ქართული ანბანი ევროპელი დამთვალიერებლის წინაშე

მისი უდიდებულესობა ქართული ანბანი ევროპელი დამთვალიერებლის წინაშე

სულ მალე ქართული ანბანი ევროპელი დამთვალიერებლის წინაშე წარსდგება. ხელოვნების სასახლემ ფრანკფურტში დაგეგმილი გამოფენისთვის სარეკლამო ბანერი დაამზადა და მთავარ ფიგურად აფხაზეთიდან, მოქვის ოთხთავიდან ასო ბგერა “დ” აარჩია. გიორგი კალანდია, ხელოვნების სასახლის დირექტორი: ”აი, ესეც ჩვენი ფრანკფურტში დაგეგმილი გამოფენის სარეკლამო ბანერი. მთავარი ფიგურა აფხაზეთიდან, მოქვის ოთხთავიდანაა (ასო ბგერა “დ” ჩვენთან დაცული რენე შმერლინგის ასლი). მალე ეს რეკლამა […]

“დატკბით მისი აღმატებულება ქართული ანბანის სილამაზით”

ქართული ანბანის გამოფენა ოფენბახის მუზეუმში

საქართველოს ხელოვნების სასახლეში უკვე დაიწყო მზადება ოფენბახის მუზეუმში ქართული ანბანისადმი მიძღვნილი გამოფენის კატალოგის გამოსაცემად, უკვე დასრულდა დიგიტალიზაციის პირველი ეტაპი. გიორგი კალანდია, ხელოვნების სასახლის დირექტორი: “ჩვენ ანბანით საქართველოს ისტორიას მოგიყვებით. შესანიშნავი პროექტი რომელსაც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან და წიგნის ეროვნულ ცენტრთან ერთად ვახორციელებთ. დროდადრო კატალოგში შესატან ახალ ნიმუშებს გაგიზიარებთ, დატკბით მისი აღმატებულება ქართული ანბანის სილამაზით.” […]

“ამ იდიოტობით შეიძლება დაიწყოს ქართული ანბანის შექმნის ისტორია?!”

გალაკტიონ ტაბიძის შედევრი ქართულ ანბანს

– კითხულობს კახა გაგლოშვილი და განათლების სამინისტროს მიმართავს: “გაკვეთილებს ვიბარებ ახლა ბავშვისგან და მე-9 კლასის ისტორიის წიგნში პირველ და მთავარ ვერსიად უწერია, რომ ქართული დამწერლობა შექმნა ცნობილმა სომეხმა მოღვაწემ მესროპ მაშტოცმა!!! მერე კი წერია, რომ ეს უარყოფილია ქართველი მეცნიერების მიერ, მაგრამ ამ იდიოტობით შეიძლება დაიწყოს ქართული ანბანის შექმნის ისტორია?! ბოდიში და სულ გამო..რდით განათლების სამინისტროში?!”

ქართული ანბანის უნიკალური კოლექცია ოფენბახის მუზეუმში

2018 წლის ოქტომბრის თვეში ფრანკფურტში, ოფენბახის შრიფტების მუზეუმში პირველად გაიმართება ქართული ანბანისადმი მიძღვნილი გამოფენა. უნიკალურ კოლექციას ოფენბახში საქართველოს ხელოვნების სასახლე წარადგენს. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით და წიგნის ეროვნული ცენტრის შუამდგომლობით შეთანხმება ორ მუზეუმს შორის 2016 წელს შედგა. მომავალ ექსპოზიციაზე მუშაობა უკვე დაწყებულია, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება უნიკალური ქართული ხელნაწერები და ძველნაბეჭდი წიგნები ხელოვნების სასახლის […]

ქართული ანბანით შექმნილი არაჩვეულებრივი პორტრეტები

ქართული ანბანი რომ ულამაზესია ამაზე მთელი მსოფლიო შეთანხმდა. ჩვენი დამწერლობა საუკეთესო დამწერლობებს შორის წამყვან პოზიციაზეა. ქართველი კალიგრაფისტები მაქსიმალურად უწევენ პოპულარიზაციას ქართულ ენას და მოუწოდებენ ყველას, წერონ ქართულად. კალიგრაფისტი შოთა საგანელიძე არა მარტო წერს ქართულად, არამედ ქართული ასოების გამოყენებით არაჩვეულებრივადაც ხატავს. მას ცნობილი ქართველი ხელოვანების და მეფეების პორტრეტები აქვს შექმნილი. “არტ ინფო” კიდევ ერთი ნიჭიერი ადამიანს […]

“ქართული ტექსტი წერეთ ქართული უნიკალური ანბანით!”

– ლათინური ანბანით ქართული ტექსტის დაწერა არის ბარბარიზმი, ანტიკულტურული, ანტილიტერატურული, ანტიქართული, არაწიგნიერი ქცევა! – ასე აფასებს ქართული ტექსტების წერას ლათინური ანბანით დეკანოზი ილია ჭიღლაძე და ყველას მოუწოდებს ქართული ტექსტის დასაწერად ქართული უნიკალური ანბანი გამოიყენონ. დეკანოზი ილია ჭიღლაძე: “მიუღებელია ლათინური ანბანით ქართული ტექსტის დაწერა, ქართული ტექსტი წერეთ ქართული უნიკალური ანბანით!!! ლათინური ანბანით ქართული ტექსტის დაწერა არის […]

ქართულ ანბანს ძეგლი დაუდგეს

მას შემდეგ, რაც “ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა” იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შეიტანეს, თბილისში ქართულ ანბანს ძეგლი დაუდგეს. ქანდაკების ავტორი მოქანდაკე თენგო აბრამიშვილია. მასზე ასომთავრული ანბანის პირველი და ბოლო ასოებია გამოსახული. მოქანდაკემ თავისი ნამუშევარი საკრებულოს საჩუქრად გადასცა. ქართული ანბანის ძეგლი საკრებულოს ღია ბაღში დაიდგა.