ქართული ანბანი – უძველესი და ულამაზესი უდიდეს საიდუმლოს ფლობს. ეს საიდუმლო თეა კანდალეკმა გაგვიმხილა:
“ჩვენი ქართული ანბანი, როგორც უფალი, ერთია და სამსახოვანი, უფალი 33 წლის ასაკში ჯვარს აცვეს, 33 ასო ბგერაა ქართულ ანბანშიც და ისიც ისევეა “მკვდარი” და დამარხული როგორც მაცხოვარი 3 დღე და ელის აღდგომას. ეს არ არის მკრეხელობა. დიახ, ჩვენი ანბანი გაიგივებულია უფალთან.
ჩემს მიერ ემიგრანტი ბავშვებისთვის შექმნილი ლექსი “ვითამაშოთ ქართულ ანბანთან ერთად”
ა-ნიდან ჰ-ოემდე საიდუმლო დუღს
ანი-ი, ბან-ი, გან-ი, დონ-ი,
რა ასოა რიგში მდგომი?
ენ-ი, ვინ-ი, ზენ-ი, თან-ი,
შევისწავლოთ კვლავ ანბანი.
ინ-ი, კან-ი, ლას-ი, მან-ი,
ფეხს ამშვენებს ქალამანი,
ნარ-ი, ონ-ი, პარ-ი, ჟან-ი,
“შეჭამაო მიწამ ჟანგი”.
რაე, სან-ი, ტარ-ი, უნ-ი,
ვინ დაუდო ქართულს წუნი?
ფარ-ი, ქან-ი, ღან-ი, ყარ-ი,
კვართი შეგვხვდა წილნაყარი
და ქართულიც, ვით ლაზარე,
აღდგებაო ენა მკვდარი.
შინ-ი, ჩინ-ი, ცან-ი, ძილ-ი,
ღმერთმა მოგცეთ ტკბილი ძილი.
წილ-ი, ჭარ-ი, ხან-ი, ჯან-ი,
დაწყობილა როგორც ჯარი.
სრულყოფილი ანბანისთვის
რაც დაგვაკლდა ცოდნით ჰპოვე,
ვინ მიხვდება რა იქნება?
ბოლო ასო ბგერა – ჰოე!
ანი, ბან გან, დონ, ენ, ვინ, ზენ, თან,
რვა-რვად დავითვალოთ.
ინ, კან, ლას, მან, ნარ, ონ, პარ, ჟან,
წრეზე გავითვალოთ.
რაე, სან, ტარ, უნ, ფარ, ქან, ღან,
სწრაფად დავიმალოთ.
ყარ, შინ, ჩინ, ცან, ძილ, წილ, ჭარ, ხან,
ძებნით გადავღალოთ.
ასო ჯან-ი დაგვავიწყდა
დამალულა სადღაც,
ქართულ ანბანს ამოვქარგავთ
დავამშვენებთ ფარდაგს.
ცოდნით ყველა გავახაროთ
სიბრძნე ყველას ჰქონდეს,
თვით ღმერთიც ხომ ყველგან მყოფი
ანი არს და ჰოე!”