ჭდე: ქართული ანბანი

ქართული ანბანის მსოფლიო აღიარება

„ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შეიტანეს. გადაწყვეტილება ეთიოპიის დედაქალაქ ადის-აბებაში, იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-11 სესიაზე იქნა მიღებული. მთავრობათაშორისმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს მიერ წარდგენილ ნომინაციას და მიიჩნია, რომ იგი სრულად შეესაბამება არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კონვენციით გათვალისწინებულ ყველა კრიტერიუმს. ნომინაცია UNESCO-ს განსახილველად 2015 წელს წარედგინა […]

ირლანდიაში ქართული ანბანის უნიკალური ნიმუშები აღმოაჩინეს

ირლანდიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქართული ანბანის აქამდე უცნობი უნიკალური ნიმუშები აღმოაჩინეს. ხელოვნების სასახლის ხელმძღვანელმა გიორგი კალანდიამ, რომელიც ირლანდიაში იმყოფება, მიაკვლია ამ უნიკალურ ნიმუშებს და ინფორმაციაც გაავრცელა. გიორგი კალანდია: “მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, ვაქვეყნებ სრულ ინფორმაციას – დღეს ირლანდიის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ გადმოგვცა ქართული ანბანის უნიკალური ნიმუშების ფოტოასლები. ბიბლიოთეკაში სულ ოთხი ასო ბგერის ნიმუშია, ესენია: “თ, მ, ც, […]

ქართული ანბანის სამი სახეობა ეროვნულ არქივში გამოიფინა

დედა ენის დღესთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში გამოფენა „ქართული ანბანის სამი სახეობა“ გაიხსნა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ასომთავრულად, ნუსხურად და მხედრულად შესრულებული ქართული დამწერლობის ნიმუშების, ხელნაწერებისა და ისტორიული საბუთების ორიგინალები და ფოტოასლები, რაც ქართული დამწერლობის განვითარების სამივე ეტაპს ასახავს. „დედაენის დღეს გახსნილი ეს ღონისძიება ასევე ეძღვნება „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურისათვის“ ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსის […]

ქართულ დამწერლობას ძეგლის სტატუსი მიენიჭა

გალაკტიონ ტაბიძის შედევრი ქართულ ანბანს

ქართული ანბანის სამ სახეობას – ასომთავრულს, ნუსხურსა და მხედრულს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ეს ინიციატივა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკა ანთიძემ სასტუმრო „რედისონში“ 2015 წლის პროგრამის პრეზენტაციაზე გააჟღერა: „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალ კულტურას“ – ასომთავრული, მხედრული და ნუსხური დამწერლობის თანაარსებობის უწყვეტ ტრადიციას – არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. საზოგადოებისა და […]