პაოლო იაშვილი

სიმონ ჩიქოვანი პაოლო იაშვილის საბედისწერო დღეზე

სიმონ ჩიქოვანი პაოლო იაშვილის საბედისწერო დღეზე

პოეტი სიმონ ჩიქოვანი მისი კოლეგის პაოლო იაშვილის ცხოვრებაში საბედისწერო დღეს ასე იგონებდა: “სხდომა დაწყებული იყო და პაოლო იაშვილი შემოვიდა. დაჯდა და ლაპარაკი დამიწყო, თან დრო და დრო მიმეორებდა, რომ “მე მართალი ვარ, იცოდეო”. მერე სხვაგან გადაჯდა. მაშინ ამ სიტყვებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. არ მახსოვს როდის დატოვა სხდომა. ცოტა ხანში სროლის ხმა გაისმა. სხდომიდან ყველა გამოვვარდით. […]

გადასახლება პაოლო იაშვილის კუბოს აწევისთვის

პაოლო იაშვილის უმთავრესი სავედრებელი

ცისფერყანწელმა პოეტმა პაოლო იაშვილმა მწერალთა სახლში თავი მოიკლა, რაზეც მიხეილ ჯავახიშვილმა თქვა: “ნამდვილი ვაჟკაცი ყოფილა, ყველას გვაჯობა!” ბევრისთვის ალბათ დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ პაოლო იაშვილის კუბოს აწევისთვის მისი ძმისშვილი ნოდარ (კუკური) იაშვილი 18-წლიანი გადასახლებით “დაასაჩუქრეს”. ჯიმშერ რეხვიაშვილმა გაიხსენა ამბავი, რომელიც ზურაბ აბაშიძემ უამბო: “პაოლო იაშვილის ძმის შვილი, ნოდარ (კუკური) იაშვილი 18 წლიან გადაასახლებაში იყო. რა […]

პაოლო იაშვილის უმთავრესი სავედრებელი

პაოლო იაშვილის უმთავრესი სავედრებელი

ცისფერყანწელი პოეტის პაოლო იაშვილის მთავარი სავედრებელი უფლისადმი მისი სისხლით დანამული სამშობლოს დამშვიდება იყო: “ღმერთო! შენ დაამშვიდე ჩემი მამული, ის არის სისხლით დანამული. მან არ იცის – სიხარული როგორია! უფალო! ჩემი ხვეწნა – ამბორია. წინათ მას სდარაჯობდა ქალწული ნინო, დღეს კი ქართველი სამშობლოში არი ულხინო! ღმერთო! სად არი ჩვენი ბედი, ჩვენი იღბალი! სუსტი ვარ, მაგრამ მენტრება […]

წინასწარმეტყველური გაფრთხილება პაოლო იაშვილს

წინასწარმეტყველური გაფრთხილება პაოლო იაშვილს

ცისფერყანწელი პოეტის პაოლო იაშვილისთვის წინასწარმეტყველური აღმოჩნდა გაფრთხილება, რომელიც მას მამამ ჯიბრაელმა უთხრა. – მე დავუმტკიცებ ყველას, რომ ვაჟკაცი ვარ! – თითქოს სხვათაშორის ეუბნებოდა 22 ივლისს პაოლო იაშვილი მწერალთა კავშირში შეხვედრილ ნაცნობებს. – ნამეტანი ხმაურობ, შვილო! – აფრთხილებდა მამა და მისი გაფრთხილება წინასწარმეტყველური აღმოჩნდა. პაოლოს მთავარი ხმაური – თვითმკვლელობა მწერალთა კავშირში – მართლაც ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა. […]

პაოლო იაშვილის უცნობი წერილი

პაოლო იაშვილის უცნობი წერილი

როდესაც პოეტმა პაოლო იაშვილმა თავის მოკვლა გადაწყვიტა, მან საკუთარ ქალიშვილს მედეას წერილი დაუწერა. ეს წერილი ყველასთვის ჟალიან კარგად არის ცნობილი. მან თვითმკვლელობამდე კიდევ ერთი წერილი დაწერა, რომელიც მეგობარს კოლაუ ნადირაძეს მისწერა: “ჩემო კოლაუ! ვინ ვინ და… შენ მიმიხვდები, რატომ გადავწყვიტე ასე დავასრულო სიცოცხლე… არ მიატოვო ჩემი მედეა! ხვალ კი… როცა ამ ამბავს გაიგებ, უნდა უარმყო! […]

მარო მაყაშვილის და პაოლო იაშვილის უცნობი ისტორია

19 თებერვალი - საბედისწერო დღე მარო მაყაშვილის ცხოვრებაში

პოეტ პაოლო იაშვილისა და ეროვნული გმირის მარო მაყაშვილის ისტორია ბევრისთვის უცნობია. ისინი ერთმანეთს პირველად ნუცა ჩხეიძის გასტროლის დროს – “მარგარიტა გოტიეს” სპექტაკლზე შეხვდნენ. შეხვედრა მარო მაყაშვილმა თავის დღიურში აღწერა: “პირველი მოქმედება რომ გათავდა, დავსეირნობდით. უცბათ… ოჰ, სისხლი ამივარდა თავში, ჩვენ წინ გაიარა პაულო იაშვილმა. მასთან ჩემი შორეული ნათესავი იყო. მე დაუკარი მას თავი. პაულომ შეამჩნია, […]

პაოლო იაშვილი ვაჟა ფშაველაზე

პაოლო იაშვილი ვაჟა ფშაველაზე

პოეტი პაოლო იაშვილი ვაჟა ფშაველაზე მისი გარდაცვალებიდან 7 წლის შემდეგ 1922 წელს წერდა: “გულშემზარავი იყო ბედი ვაჟა-ფშაველასი. ვაჟა-ფშაველაზე ძლიერი პოეტური სტიქია არ ახსოვს საქართველოს. ვაჟამ პირველმა მისცა იმედი ქართულ სიტყვას. მას ჰქონდა ღმერთების ენა და ჰომეროსის ნოყიერება. მაგრამ არწივად წოდებული საქართველოში დადიოდა, როგორც “ჩხიკვი ზაქარა”, თვალმოხეული, ყველის სუნით გაჟღენთილი, დაკონკილ ჩოხით, ფრჩხილებში მიწა გამოგლესილი, ნარმის […]

პაოლო იაშვილის და სერგეი ესენინის განსაკუთრებული ამბავი

პაოლო იაშვილი - ნამდვილი ვაჟკაცი

პოეტების პაოლო იაშვილისა და სერგეი ესენინის განსაკუთრებული ამბავი მთაწმინდაზე 1924 წელს მოხდა. თბილისში ჩამოსულ რუს პოეტს გვერდიდან არ მოსცილებიან ,,ცისფერყანწელები” – მოატარეს ქალაქი, გოგირდის აბანოები, დუქნები, მცხეთა… თუმცა ამბავი, რომელიც მათ მთაწმინდაზე შეემთხვათ, ნამდვილად გამორჩეულია. მას იმხანად რადიოკომიტეტის ცნობილი კორესპონდენტი ლიტერატურისა და ხელოვნების ხაზით ნიკოლაი სტორი იგონებდა: “ნელი ნაბიჯით ავუყევით ვიწრო გზას მთაწმინდისაკენ. გზაზე მაწვნის, […]

ტიციანის უკანასკნელი წერილი პაოლოს

ტიციანის უკანასკნელი წერილი პაოლოს

– ტიციანის უკანასკნელი წერილი პაოლოს – ასე ჰქვია ანზორ სალუქვაძის ლექსს, რომელიც ცისფერყანწელების გამორჩეულ წევრებს ტიციან ტაბიძეს და პაოლო იაშვილს ეძღვნებათ: ”ეჰ, თოვლში ვწევარ, თოვლი ვარ და თოვლითვე ვიწვი… მატარებლიდან გადმომაგდეს ქოლერის იჭვით. არც მენაღვლება – სხვა სადგურზე დამხვდებით ვიცი სამი თვითმკვლელი: ესენინი, შენ და ის ბიჭი! მაინც რა მოხდა? უმწიფარი ვჭამეთ რა ხილი? თებერვლის […]

პირამიდებში – პაოლო იაშვილი

პირამიდებში - პაოლო იაშვილი

”იქ, სადაც სდუმან პირამიდები მზის ქორწილის დროს მე დავწვები მზისფერ სილაზე, იქ, სადაც სდუმან პირამიდები შენ მომინდები, შენი თვალები, შენი მკლავები, შენი სინაზე. შენ მოგაფრენს ცხენი არაბული, თვალებდანაბული, საყვარელ ხელებს მივეცემი როგორც ნაზ საწოლს და შენ დამკოცნი ვით დედოფალს, ვით მხევალს და ცოლს. ტკბილი იქნება ცხელ სილაზე ჩვენი თამაში მზიურებს მაშინ არაფერი მოგვაგონდება… პირამიდებში ატირდება […]