3 სექტემბერი, 2020

პაოლო იაშვილის უცნობი წერილი

პაოლო იაშვილის უცნობი წერილიროდესაც პოეტმა პაოლო იაშვილმა თავის მოკვლა გადაწყვიტა, მან საკუთარ ქალიშვილს მედეას წერილი დაუწერა. ეს წერილი ყველასთვის ჟალიან კარგად არის ცნობილი.

მან თვითმკვლელობამდე კიდევ ერთი წერილი დაწერა, რომელიც მეგობარს კოლაუ ნადირაძეს მისწერა:

“ჩემო კოლაუ! ვინ ვინ და… შენ მიმიხვდები, რატომ გადავწყვიტე ასე დავასრულო სიცოცხლე…

არ მიატოვო ჩემი მედეა! ხვალ კი… როცა ამ ამბავს გაიგებ, უნდა უარმყო! სხვა გზა ბერიამ არ დამიტოვა, იქნებ ამით გადავარჩინო ჩემი ოჯახი, გადაგარჩინოთ, თქვენ, ყველა, ცისფერყანწელები!

მშვიდობით! არ მიატოვო მედეა! 1937 წლის 22 ივლისის დილა გათენდა. გათენდა უკვე… ჩემთვის – უკანასკნელად.

შენი მოყვარული ძმა – პაოლო.”