24 სექტემბერი, 2021

შესანიშნავი ჩანაწერი პაოლო იაშვილზე

პოეტი პაოლო იაშვილი ერის მოღალატედ, ტერორისტად, ჯაშუშად, აგენტად და კონტრრევოლუციონერად მონათლეს. 45 წლის შემოქმედმა მწერალთა სახლში პროტესტის ნიშნად ორლულიანი თოფით თავი მოიკლა.

მწერალმა გურამ ასათიანმა პაოლო იაშვილზე საოცარი წერილი დაწერა:

“არა მხოლოდ ელვარე ნიჭის გამო, მე პაოლო იაშვილი იმ საბედისწერო გასროლისთვის მიყვარს, რადგან მისი ორლულიანი თოფიდან გამოვარდნილმა ცეცხლმა სიცოცხლეს აზრი მისცა, ღირსება შემატა და ჩვენ, მომდევნო თაობებსაც შეგვიტრუსა წამწამები, არ მოგვასვენა და ჩვენს არჩევანზე, ამ სოფლად ადამიანად ყოფნის, ადამიანად დარჩენის უძნელეს აუცილებლობაზე დაგვაფიქრა.”