30 ნოემბერი, 2021

პაოლო იაშვილის და მიხეილ ჯავახიშვილის ამბავი

პოეტ პაოლო იაშვილისა და მწერალ მიხეილ ჯავახიშვილის ამბავი 1937 წლის სისხლიან ქრონიკებზე კიდევ უფრო ნათელ წარმოდგენას შეგიქმნით.

მწერალთა სახლში 45 წლის პაოლო იაშვილმა თავი მოიკლა. მას აგენტი და ერის მოღალატე უწოდეს.

უშიშროების პარტიული არქივის მონაცემებით, ქართველმა მწერლებმა და პოეტებმა მიხეილ ჯავახიშვილმა, პაოლო იაშვილმა, ნიკოლო მიწიშვილმა, არჩილ მიქაძემ ფაშისტური, კონტრრევოლუციური ორგანიზაცია დააარსეს.

დაპატიმრებისა და წამების შედეგად მიხეილ ჯავახიშვილს სრულიად აბსურდული, იძულებითი ჩვენება ჩამოართვეს:

“რამდენიმე დღის შემდეგ ჩემთან მოვიდა პაოლო იაშვილი. მაგიდაზე ფურცლების რამდენიმე შეკვრა დამიდო და მითხრა, შუაღამით გერმანიის კონსული გელოდებაო, რომლისთვისაც ფურცლების ერთი შეკვრა უნდა გადამეცა, ხოლო მეორე და მესამე შეკვრა იტალიისა და პოლონეთის კონსულებისთვის… დათქმულ დროს დავურეკე გერმანიის კონსულს და შეხვედრაზე მივედი. მასთან იყო იტალიის კონსულიც. გერმანიის კონსულმა მითხრა, რომ ერთმანეთისგან არაფერი გვაქვს დასამალიო, თითით იტალიის კონსულზე მანიშნა და დააყოლა, თან ჩვენ უკვე მეგობრები ვართო. ამ ქაღალდების სანაცვლოდ მე 6000 რუბლი გადმომცეს…”

შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცულ დოკუმენტებში წერია:

“პაოლო იაშვილი თავად “ავერბოვკებდა” ხალხს კონტრრევოლუციური საქმიანობისთვის და ნაციონალისტურ ჯგუფებში საუკეთესო ორგანიზატორად ითვლებოდა. ის იყო საფრანგეთის, პოლონეთის, იტალიისა და გერმანიის შპიონი, აგენტი და ქვეყნის მოღალატე.”

პოეტის გარდაცვალებიდან 14 წლის შემდეგ – 1954 წელს პაოლო იაშვილის სახელის რეაბილიტაცია მოხდა.