7 ნოემბერი, 2020

წინასწარმეტყველური გაფრთხილება პაოლო იაშვილს

ცისფერყანწელი პოეტის პაოლო იაშვილისთვის წინასწარმეტყველური აღმოჩნდა გაფრთხილება, რომელიც მას მამამ ჯიბრაელმა უთხრა.

– მე დავუმტკიცებ ყველას, რომ ვაჟკაცი ვარ! – თითქოს სხვათაშორის ეუბნებოდა 22 ივლისს პაოლო იაშვილი მწერალთა კავშირში შეხვედრილ ნაცნობებს.

– ნამეტანი ხმაურობ, შვილო! – აფრთხილებდა მამა და მისი გაფრთხილება წინასწარმეტყველური აღმოჩნდა.

პაოლოს მთავარი ხმაური – თვითმკვლელობა მწერალთა კავშირში – მართლაც ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა.

ამბობენ, ჯოჯოხეთური ქუხილის ხმა ჰქონდა მის ორლულიან თოფს „ლეგოს“, რომლითაც მწერალთა კავშირში თავი მოიკლა.

ასეთი სასტიკი გადაწყვეტილების და განაჩენის სისრულეში მოყვანის მიზეზი არც არავის უკითხავს – მიზეზი ყველამ ძალიან კარგად იცოდა – 37 წელი იყო.