23 ივლისი, 2021

სიმონ ჩიქოვანი პაოლო იაშვილის საბედისწერო დღეზე

პოეტი სიმონ ჩიქოვანი მისი კოლეგის პაოლო იაშვილის ცხოვრებაში საბედისწერო დღეს ასე იგონებდა:

“სხდომა დაწყებული იყო და პაოლო იაშვილი შემოვიდა. დაჯდა და ლაპარაკი დამიწყო, თან დრო და დრო მიმეორებდა, რომ “მე მართალი ვარ, იცოდეო”. მერე სხვაგან გადაჯდა. მაშინ ამ სიტყვებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია.

არ მახსოვს როდის დატოვა სხდომა. ცოტა ხანში სროლის ხმა გაისმა. სხდომიდან ყველა გამოვვარდით. მეორე სართულზე მოიკლა თავი. თოფის ლულა პირში ჩაუდევს, ფეხის თითით გამოუწევია ჩახმახი, თავის ქალა ჰქონდა აგლეჯილი.

ყველაზე ადრე ირაკლი აბაშიძე მივარდა და ტირილი დაიწყო. ამის გამო იგი შინსახკომშიც დაიბარეს – რატომ დასტირი ხალხის მტერსო. მწერალთა კავშირში ისტერია და მთელი ამბავი შეიქნა. წარმოიდგინეთ, კაცმა მოიკლა თავი და თანაც ისეთმა, როგორიც პაოლო იაშვილი იყო.”