პაოლო იაშვილის მემორიალური დაფა სანაგვეზე 

“ცისფერყანწელების” ერთ-ერთი გამორჩეული პოეტის, 1937 წლის რეპრესიებს შეწირული პაოლო იაშვილის მემორიალური დაფა სანაგვეზეა.

დათა თავაძე, რეჟისორი:

“საქმე რა არის იცით? მე ბერიძეზე ვცხოვრობდი და, რაც თავი მახსოვს, ერთი დღე არ ყოფილა არ ჩამეარა იაშვილზე და არ შემეხედა პაოლოს აბრისთვის. თან ეგ ქუჩა ყველაზე ძალიან მიყვარს. იქნებ, ამის გამოც. ყოველ შემთხვევაში, არც უამისობაა. მაგრამ, ახლა ეს აბრა იქ აღარაა, სანაგვეზე იპოვეს დღეს (მესხიშვილის ქუჩაზე. რატომ? საიდან?), მერე მოვედი ამ სანაგვესთან და აღარ დამხვდა. ხოდა, აღარაფერი აღარ იქნება მალე ამ ქალაქში, რასაც მთელი ცხოვრება ვუყურებდი და მიყვარდა.

და არაა ეს პატარა ამბავი.

სამშობლოა ასეთი რაღაცები და მალე აღარ იქნება. ასე, რომ თუ გინდათ სენტიმენტალურობაში ჩამითვალეთ, მაგრამ ბოდიშს არ მოვიხდი, იმიტომ

რომ არც არასდროს მრცხვენოდა სენტიმენტალურობის, არც არასდროს დამიმალავს.

მიდით, ნაგავში გადაყარეთ ყველაფერი…”