ჭდე: ლეილა აბაშიძე

ლეილა აბაშიძის დაუოკებელი სურვილი

ლეილა აბაშიძის დაუოკებელი სურვილი

მსახიობ ლეილა აბაშიძის ხსენებისას ყველას ახსენდება ჭრიჭინა, ან მაია წყნეთელი, ან აბეზარა…  როცა ახალგაზრდობაში დიდების ზენიტში იყო, გულწრფელად სჯეროდა, რომ მისი წარმატება უხაროდათ, მხოლოდ წლების შემდეგ მიხვდა, რომ ასე სულაც არ ყოფილა: “ახალგაზრდობაში არ ვამჩნევდი, რომ ჩემი შურდათ. მეგონა, ყველას უხაროდა ჩემი წარმატება. მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ ყოფილა, ბევრმა, ვინც მოკეთე მეგონა, მიმტრო, გზა გადამიღობა… […]

სესილია თაყაიშვილი, მედეა ჯაფარიძე, ნიაზ დიასამიძე…

სესილია თაყაიშვილი, მედეა ჯაფარიძე, ნიაზ დიასამიძე...

სესილია თაყაიშვილი, მედეა ჯაფარიძე, ნიაზ დიასამიძე, შალვა ღამბაშიძე, დოდო აბაშიძე, რამაზ ჩხიკვაძე, ედიშერ მაღალაშვილი, გიორგი ხარაბაძე – ეს ის ადამიანები არიან, ვინც სხვადასხვა დროს” მხატვარ ბესიკ დუღაშვილის აზრით, ქართველი ხალხის ორიენტირები იყვნენ: “საზოგადოებას ყოველთვის, ნებისმიერ ეპოქაში ჰყავდა თავისი ორიენტირი ადამიანი, ან ადამიანთა ჯგუფი… როცა ამ ეპითეტის მნიშვნელობა გავიაზრე, ხალხზე დავიწყე დაკვირვება… ვინ იყო ორიენტირი… ვინ […]

ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერი მსახიობები

ზვიად გამსახურდიას ლექსი წმინდა გიორგიზე

ზვიად გამსახურდიას მხარდაჭერის გამო, თავის დროზე არაერთ მსახიობს შეექმნა პრობლემა. რეჟისორმა რეზო შატაკიშვილმა იმ მსახიობთა მცირე ჩამონათვალი გამოაქვეყნა, ვინც ზვიადს მხარს უჭერდა: “ძალიან ხშირად ამბობენ, რომ მთელი ინტელიგენცია განუდგა ზვიად გამსახურდიას. ახლა მე ჩამოგითვლით, ვინ უჭერდნენ მხარს ზვიად გამსახურდიას და დასკვნები მერე გამოიტანეთ! 1. ცეკვის ღმერთი – ვახტანგ ჭაბუკიანი! 2. ლეგენდარული მოცეკვავე – ლატავრა ფოჩიანი! […]

ანრი ჯოხაძე ლეილა აბაშიძეზე: “ასე გამოვეთხოვე ჩემს ლეილას”

ანრი ჯოხაძე ლეილა აბაშიძეზე: "ასე გამოვეთხოვე ჩემს ლეილას"

მომღერალმა ანრი ჯოხაძემ ქართული კინოს ლეგენდასთან ლეილა აბაშიძესთან გამომშვიდობება თავისებურად გადაწყვიტა. მან მსახიობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილმიდან “შეხვედრა მთაში” სიმღერა “გაზაფხულდა აყვავილდა ნუში” ახლებური ინტერპრეტაციით შეასრულა: “ასე გამოვეთხოვე ჩემს ლეილას, ქართული კინოს ლეგენდას”.  

ქართული კინოს ლეგენდა ლეილა აბაშიძე უკანასკნელი როლით

ქართული კინოს ლეგენდა ლეილა აბაშიძე უკანასკნელი როლით

ქართული კინოს ლეგენდა ლეილა აბაშიძე აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე გარდაიცვალა. 88 წლის მსახიობის გარდაცვალება ათასობით მაყურებელმა გულწრფელად განიცადა. მაკა რაზმაძე, ჟურნალისტი: “ყველას რომ გული დასწყდა, ეჭვიც არ მეპარება, მაგრამ მაინც – წლები იჯდა სახლში ყველასგან დავიწყებული, წლები არ გახსენებია არც ერთ რეჟისორს, არც ღონისძიებებზე იწვევდნენ, არც არაფერს ულოცავდნენ და არც არაფრით აჯილდოვებდნენ… იყო ცოცხალი, მაგრამ არავის […]

ლეილა აბაშიძის აუსრულებელი სურვილი

ლეილა აბაშიძის აუსრულებელი სურვილი

კინომსახიობი ლეილა აბაშიძე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა და სამწუხაროდ, მას აუსრულებელი სურვილი დარჩა. ნიკოლოზ წულუკიძე, თეატრმცოდნე: “არცერთ ქალს, ქართულ კინოში იმდენი არ გაუკეთებია, რამდენიც ლეილა აბაშიძეს. ყველაზე მოკრძალებული არტისტი, რომელიც არავისგან არაფერს ითხოვდა! ამიტომ ჩვენც არ ვაფასებდით ისე, როგორც ეს დიდ არტისტს შეეფერებოდა. ბოლოს პატრიარქთან შევხვდი, ფეხები აწუხებდა. ყველაზე მეტად კინოში 30 წლიანი დუმილის დარღვევა უნდოდა. […]

ლეილა აბაშიძე გარდაიცვალა

ლეილა აბაშიძე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

ქართული კინოს მსახიობი ლეილა აბაშიძე 88 წლის ასაკში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია რეჟისორმა ქეთი დოლიძემ გაავრცელა: ”ჩემი ჭრიჭინა წავიდა! აღდგომა დღეს! ჩემი ლეილა! ნათელში იყავი საყვარელო!” მსახიობი თავის ტვინის იშემიური ინსულტის დიაგნოზით ხეჩინაშვილის კლინიკაში რამდენიმე თვის წინ მოათავსეს, მოგვიანებით კი ლაზარეს სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. ლეილა აბაშიძის სამსახიობო დებიუტი შედგა ფილმში “ქაჯანა”, რასაც მოჰყვა ფილმები ”ჭრიჭინა”, […]

ლეილა აბაშიძე რეანიმაციაშია

ქართული კინოს ლეგენდა ლეილა აბაშიძე უკანასკნელი როლით

88 წლის მსახიობი ლეილა აბაშიძე ჰოსპიტალიზირებულია და რეანიმაციაშია მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. ლეილა აბაშიძე ხეჩინაშვილის საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. მას თავის ტვინის იშემიური ინსულტი მოუვიდა. 16 საათზე ხეჩინაშვილის კლინიკაში ექიმების კონსილიუმი შეიკრიბება და მსახიობის შემდგომი მკურნალობის კურსზე მსჯელობა გაიმართება. ინფორმაციას სააგენტო PIA ავრცელებს.

“არ ვიცი, შეიძლება ვცდები…”

გიორგი ლობჟანიძე ფრანკფურტის ლიტერატურულ პროგრამაში მონაწილეობაზე უარს აცხადებს

პოეტსა და მთარგმნელს გიორგი ლობჟანიძეს მიაჩნია, რომ როგორი ბეჩავიც არ უნდა იყოს სახელმწიფო მაინც უნდა მოახერხოს, რომ უკვე ლოგინად ჩავარდნილ ლეილა აბაშიძეს დენი ვერავინ გაუთიშოს და ლიკა ქავჟარაძეს მედიკამენტების ფული ჰქონოდა: “არ ვიცი, შეიძლება ვცდები. ყოველ შემთხვევაში, მესმის, რომ ბევრი სხვაგვარად ფიქრობს. განსაკუთრებით, ახალგაზრდები ან მუდმივად ახალგაზრდობის ასაკში ჩარჩენილი ,,ზომიერი”, ,,საღად მოაზროვნენი”, რომლებიც სინამდვილეში ამ […]

ლეილა აბაშიძეს დენი ჩაუჭრეს

ქართული კინოს ლეგენდა ლეილა აბაშიძე უკანასკნელი როლით

კულტურის პალატის ხელმძღვანელმა დათო ოქიტაშვილმა ეს განცხადება ტელეკომპანია “იბერიაში” სტუმრობისას გააკეთა: “როცა ადამიანი გარდაიცვლება, მაშინ ავტეხავთ ხოლმე ერთ ამბავს. ვინმე საერთოდ კითხულობს როგორ არის ლეილა აბაშიძე? რა მდგომარეობაშია? მისმა მეზობელმა რამდენიმე დღის წინ დამირეკა, დათო გვიშველე, სინათლე ჩაუჭრესო. ჩვენ გარკვეული თანხა გადავიხადეთ და მას დენი ჩაურთეს… ლეილა აბაშიძე ხომ ცოცხალი ლეგენდაა… ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს…”