ლეილა აბაშიძის დაუოკებელი სურვილი

ლეილა აბაშიძის დაუოკებელი სურვილიმსახიობ ლეილა აბაშიძის ხსენებისას ყველას ახსენდება ჭრიჭინა, ან მაია წყნეთელი, ან აბეზარა…  როცა ახალგაზრდობაში დიდების ზენიტში იყო, გულწრფელად სჯეროდა, რომ მისი წარმატება უხაროდათ, მხოლოდ წლების შემდეგ მიხვდა, რომ ასე სულაც არ ყოფილა:

“ახალგაზრდობაში არ ვამჩნევდი, რომ ჩემი შურდათ. მეგონა, ყველას უხაროდა ჩემი წარმატება. მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ ყოფილა, ბევრმა, ვინც მოკეთე მეგონა, მიმტრო, გზა გადამიღობა…

ჩვენი სიცოცხლე ხანმოკლე გასეირნებაა მარადიული ძილის წინ, მე არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც არ აფასებენ სიცოცხლის ყოველ წუთს…

მე საკმაოდ მძიმე ცხოვრება გამოვიარე და მუდამ დაუოკებელი სურვილი მქონდა, ბედნიერი ვყოფილიყავი. ეს წყურვილი დღესაც მკლავს…”