23 იანვარი, 2023

ლეილა აბაშიძე თენგიზ არჩვაძეზე

მსახიობი ლეილა აბაშიძე კოლეგაზე – თენგიზ არჩვაძეზე ყოველთვის უდიდესი სიყვარულით საუბრობდა და არც მალავდა, რომ მასში შეყვარებული იყო:

“თენგიზი უსაყვარლესი მსახიობი და პიროვნებაა, რაც ასე იშვიათია ხელოვნებაში.

მახსოვს, როდესაც ვიღებდით ფილმს “შეხვედრა მთაში”, მახსოვს, რეჟისორმა კოლია სანიშვილმა მითხრა, ხევსურული კილო შეისწავლეო. არადა, მთის ქალებს ლაპარაკი არ უყვართ. ერთი მშვენიერი ხევსური ქალი, სახელად სამძივარისა შევარჩიე, დავდევ და ველაპარაკები, ის კიდევ ყველაფერზე “ჰო”-ს ან “არა”-ს გაიძახის.

– რა ვქნა, ბატონო კოლია, არაფერი გამომდის, ყველაფერზე “ჰო”-ს და “არა”-ს გაიძახის სამძივარისა-მეთქი, – შვჩივლე რეჟისორს.

– სიყვარულზე დაელაპარაკე, მგონი თენგიზი უყვარსო, – გამოსავალი მასწავლა რეჟისორმა.

გამოგიტყდებით და, არა მარტო მას, თითქმის ყველა ქალს, მათ შორის მეც მიყვარდა თენგიზი.”