12 აპრილი, 2023

ლეილა აბაშიძის გამორჩეული ამბავი

ლეგენდარულ მსახიობზე ლეილა აბაშიძეზე მისი კოლეგა ულამაზესი და უნიჭიერესი ლიანა ასათიანი ერთ გამორჩეულ ამბავს იხსენებდა:

“ერთხელ ქუჩაში ჩემთვის მოვსეირნობდი. დავინახე ტროტუარზე ვიღაც ქალს ლეილა აბაშიძე ეხმარებოდა. რა თქმა უნდა, მეც მივედი მისახმარებლად. ლეილამ შემომხედა და მეუბნება: “1 საათია აქ ვარ, კაციშვილი არ შეწუხებულა გაეგო, რა ხდებოდა, გათიშული ეგდო ძირს და, აბა, გვერდს როგორ ჩავუვლიდი.”

სასწრაფო დახმარების მანქანა როდესაც მოვიდა, თავისი მანქანა დატოვა, ჩაჯდა იმ ქალბატონთან ერთად სასწრაფო დახმარების მანქანაში.

რამდენიმე ხნის შემდეგ, როდესაც ვიკითხე იმ ქალბატონის მდგომარეობა, მითხრეს: “ლეილა აბაშიძის ნათესავს რას დააკლებდნენ, თუ კი რამე აწუხებდა, ყველაფრისგან განკურნესო.”

სახტად დავრჩი ასეთი ადამიანური სიკეთის შემდეგ. აი, ეს იყო ლეილა აბაშიძე – სიკეთის განსახიერება, პირველ რიგში, ადამიანი და შემდეგ მსახიობი, რომელმაც შექმნა უამრავი დასამახსოვრებელი კინო-როლი ქართულ კინოში.”