ლანა ღოღობერიძის განსაკუთრებული მოგონება

ლანა ღოღობერიძის განსაკუთრებული მოგონებარეჟისორ ლანა ღოღობერიძის ცხოვრებაში იყო ეტაპები, რომლებიც მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, მაგრამ მოგონება, რომელიც ორ ულამაზეს ქართველ მსახიობს ლია ელიავას და ლეილა აბაშიძეს შეეხება, ყველაზე განსაკუთრებულია:

“1987 წელს ტოკიოს კინოფესტივალზე ჩვენმა ფილმმა “ორომტრიალი” მოიპოვა პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის, მაგრამ უფრო საკვირველი და ამაღელვებელი ჩემთვის სხვა რამ იყო.

დაჯილდოების ცერემონიალზე, რომელიც უზარმაზარ დარბაზში ჩატარდა და რომელსაც 2000-ზე მეტი მაყურებელი ესწრებოდა, ჟიურის თავმჯდომარემ გრეგორი პეკმა თავის ბოლო სიტყვაში მოულოდნელად განაცხადა:

“მე მინდა უდიდესი სიხარული გამოვხატო იმის გამო, რომ ფესტივალზე ვიხილეთ ორი საოცარი მსახიობი, რომელთა თამაშმა ნამდვილად შემძრა. ესენი არიან აქამდე ჩემთვის უცნობი ქართველი მსახიობები ლეილა აბაშიძე და ლია ელიავა.”