სესილია თაყაიშვილი, მედეა ჯაფარიძე, ნიაზ დიასამიძე…

სესილია თაყაიშვილი, მედეა ჯაფარიძე, ნიაზ დიასამიძე...
სესილია თაყაიშვილი, მედეა ჯაფარიძე, ნიაზ დიასამიძე, შალვა ღამბაშიძე, დოდო აბაშიძე, რამაზ ჩხიკვაძე, ედიშერ მაღალაშვილი, გიორგი ხარაბაძე – ეს ის ადამიანები არიან, ვინც სხვადასხვა დროს” მხატვარ ბესიკ დუღაშვილის აზრით, ქართველი ხალხის ორიენტირები იყვნენ:

“საზოგადოებას ყოველთვის, ნებისმიერ ეპოქაში ჰყავდა თავისი ორიენტირი ადამიანი, ან ადამიანთა ჯგუფი…
როცა ამ ეპითეტის მნიშვნელობა გავიაზრე, ხალხზე დავიწყე დაკვირვება…
ვინ იყო ორიენტირი… ვინ იყო სამაგალითო…

ნატა კანდელაკი მიყვებოდა…
შალვა ღამბაშიძე თეატრიდან რომ გამოვიდოდა, მთელი მაშინდელი მარჯანიშვილ-პლეხანოვი ზრდილობად და თავაზიანობად იღვრებოდაო…
სესილია თაყაიშვილი ბაზარში რომ შევიდოდა, მთელი ბაზარი ერთი სიყვარული იყოო…
მედეა ჯაფარიძე რუსთაველზე რომ გაივლიდა, მთელი გამზირი უცბად ლამაზდებოდაო…
ბელინსკის ქუჩიდან ნიაზ დიასამიძე რომ ჩამოივლიდა, ან დოდო აბაშიძე ძმა-ბიჭებთან ერთად როცა იდგა, კაი დედის შვილი იყავი და გეუზრდელაო…

თავად შევესწარი…
გიორგი ხარაბაძე მეგობარს ესაუბრებოდა რუსთაველზე, ფუნიკულიორის ქვედა სადგურის მიმდებარედ, მიწისქვეშა გადასასვლელთან…
მეგობართან ერთად ვსეირნობდი… დავინახეთ ხარაბაძე და გავჩერდით უნებურად, ვუყურებდით, ხუმრობა ხომ არაა… ხარაბაძე დავინახეთ ასე, ცოცხლად…
ბიჭი მოდიოდა გოგონასთან ერთად (80-იანი წლებია), ხარაბაძეს გაუსწორდნენ და ანგლმა ბიჭებმა გოგოს მისამართით არასასიამოვნო ფრაზები დააწიეს წყვილს.
მოტრიალდა ბიჭი (ჩხუბი გარდაუვალი იყო) და…

უცბად მოწყდა ხარაბაძე ადგილს, მიეახლა (ამ სიტყვის უზუსტესი მნიშვნელობით), გოგონას ხელზე აკოცა, გამოესაუბრა წყვილს, ხელი გადახვია, საითაც მიდიოდნენ იქით შეაბრუნა და რამდენიმე ნაბიჯი გაყვა, გააცილა, ხელი დაუქნია, ამბორი გაუგზავნა ჰაერით და მოტრიალდა უკან.
მერე მოხდა რაც მოხდა.
მივიდა ბიჭების იმ ჯგუფთან. მთქმელს ყურზე წვდა, მაღლა აუქაჩა, რაღაც უთხრა, ვერ გავიგონე… და საწინააღმდეგო მხარეს უბიძგა.
არ გაჩერებულან, წავიდნენ, მაგრამ აშკარად ეტყობოდათ სახეებზე, რომ არცერთი ნაწყენი არ იყო, უფრო სწორად საკუთარ თავზე უფრო იყვნენ ნაწყენები, ასე ჩანდა…
ალბათ ისეთი რამ უთხრა გიორგიმ, რომ შეარცხვინა, მიახვედრა, მაგრამ უცხო თვალს არც ყურის აწევა შეუნიშნავს და არც შენიშვნა გაუგია.
ჩვენ დავაფიქსირეთ მხოლოდ, მე და ჩემმა ძმაკაცმა…
აი, ხარაბაძე იყო ორიენტირი…

რამაზ ჩხიკვაძე…
ედიშერ მაღალაშვილი…
ნინო გელაშვილის დედას რომ დავინახავდით 4-5 ნაბიჯით გვერდზე ვიწეოდით ყველა, გზას ვუთმობდით, რაღაცნაირად მოდიოდა ხოლმე, რუსთაველი მოჰქონდა…

ერთხელ ლეილა აბაშიძე წავიყვანე ჩემი მანქანით გალერეიდან…. რუსთაველის თეატრამდე..
იდგა ტროტუართან (თურმე ისე, ვიღაც დაინახა და…) გავაჩერე მანქანა, შევთავაზე წაყვანა და ეტყობა ისე მინდოდა რაღაც გამეკეთებინა მისთვის, უარი არ მითხრა…. არა და არც მიდიოდა არსად… მაინც “გამომყვა”…

ახლა ვინღაა ორიენტირი?”