ალბათ ბევრმა არ იცის, რომ ლეგენდარული მსახიობი ლეილა აბაშიძე ბრწყინვალე როლების თამაშის გარდა, პოეზიითაც იყო გატაცებული.
“არტ ინფო” მის ლექსს გიზიარებთ:
”ისევ ქარმა წაგიღო და
სულშიც ქარი ქროდა,
ჩემს თითებს კი
შენი თმების სურნელება ჰქონდა,
ჩემს ტუჩებს კი ისევ აჩნდა
შენი კოცნის კვალი,
შორს ღრუბლებში დაგადევნე
სევდიანი თვალი.
ისევ ქარმა წაგიღო და
სულშიც ქარი ქროდა,
ჩემს თითებს კი
შენი თმების სურნელება ჰქონდა.”