
ქართველი რეჟისორი მიხეილ თუმანიშვილი 6 თებერვალს 94 წლის გახდებოდა. ქართულ თეატრალურ ხელოვნებაში არაერთი ცნობილი და ნიჭიერი მსახიობისა თუ რეჟისორის აღმზრდელს დღესაც დიდი სიყვარულით იხსენებენ მისი მოწაფეები. თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, მიხეილ თუმანიშვილი მუშაობდა რუსთაველის თეატრში რეჟისორად, შემდეგ მთავარ რეჟისორად, იყო საქართველოს ტელევიზიის სადადგმო რედაქციის მთავარი რეჟისორი, კინოსტუდია „ქართული ფილმის“ თეატრალური […]