Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ნინო რამიშვილის დაბადებიდან 105 წელი შესრულდა

19 იანვარი, 2015

ramishvili819 იანვარს ქართული ცეკვის დედოფლის ნინო რამიშვილის დაბადებიდან 105 წელი შესრულდა.

მან ილიკო სუხიშვილთან ერთად 70 წლის წინ ჩამოაყალიბა ანსამბლი, რომელსაც დღეს ყველა სუხიშვილების სახელით იცნობს. ნინო რამიშვილმა და ილიკო სუხიშვილმა ქართულ ქორეოგრაფიაში შემოიტანეს სიახლეები, დადგეს სხვადასხვა ცეკვები და გაიტანეს ქართული ცეკვა საზღვარგარეთ. მათ მსგავსად, ცეკვას დაუკავშირა თავისი ცხოვრება წყვილის ერთადერთმა შვილმა თენგიზ სუხიშვილმა, მისი მეუღლე ინგა თევზაძეც ამ ანსამბლში ცეკვავდა. მათი შვილები ნინო და ილიკო სუხიშვილები დღეს ანსამბლის ხელმძღვანელები არიან.

წლების განმავლობაში ნინო რამიშვილი ანსამბლის მოცეკვავე, ქორეოგრაფი და სამხატვრო ხელმძღვანელი იყო. მისი ვარსკვლავი იყო პირველი, რომელიც საქართველოში გაიხსნა. ღონისძიება თბილისის საკონცერტო დარბაზში მოცეკვავის 90 წლის იუბილეზე გაიმართა.

ნინო რამიშვილი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში მეუღლის ილიკო სუხიშვილის გვერდით დაკრძალეს.