Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

მიხეილ თუმანიშვილი 94 წლის გახდებოდა

6 თებერვალი, 2015

tumaniSvili6ქართველი რეჟისორი მიხეილ თუმანიშვილი 6 თებერვალს 94 წლის გახდებოდა. ქართულ თეატრალურ ხელოვნებაში არაერთი ცნობილი და ნიჭიერი მსახიობისა თუ რეჟისორის აღმზრდელს დღესაც დიდი სიყვარულით იხსენებენ მისი მოწაფეები.

თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, მიხეილ თუმანიშვილი მუშაობდა რუსთაველის თეატრში რეჟისორად, შემდეგ მთავარ რეჟისორად, იყო საქართველოს ტელევიზიის სადადგმო რედაქციის მთავარი რეჟისორი, კინოსტუდია „ქართული ფილმის“ თეატრალური სახელოსნოს მთავარი რეჟისორი, თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი, პროფესორი.

მის მიერ დადგმული სპექტაკლები მაყურებლისთვის გამორჩეულად საინტერესო გახდა. „ადამიანებო, იყავით ფხიზლად!“, „ესპანელი მღვდელი“, „ამბავი სიყვარულისა“, „ჭინჭრაქა“, „ანტიგონე“, „სანამ ურემი გადაბრუნდება“, „ხიდი“, “ბაკულას ღორები”, “ჩვენი პატარა ქალაქი”, “ზაფხულის ღამის სიზმარი” – ეს იმ სპექტაკლების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც რეჟისორმა განახორციელა.

1978 წელს საქართველოს თეატრალურ ინსტიტუტში მისივე სახელოსნო მსახიობთა და რეჟისორთა ექსპერიმენტული ჯგუფის ბაზაზე შეიქმნა კინომსახიობთა თეატრი, რომელიც ცდილობს მიხეილ თუმანიშვილის ტრადიციები არ დაარღვიოს. მაესტრომ თავისი შემოქმედებითი გამოცდილება განაზოგადა წიგნში „სანამ რეპეტიცია დაიწყება“.

არაერთი ჯილდოსა და პრემიის მფლობელი რეჟისორი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.