Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ალექსანდრე ყაზბეგის დაბადებიდან 167 წელი შესრულდა

20 იანვარი, 2015

Kasbeg220 იანვარს ქართველი მწერლის ალექსანდრე ყაზბეგის დაბადებიდან 167 წელი შესრულდა.

მწერალი მშობლებმა მიაბარეს თბილისში ჯერ ჰაკეს, შემდეგ კანონიჩის პანსიონს. ის სწავლობდა კლასიკურ გიმნაზიაში, მოგვიანებით, მოსკოვის სამეურნეო აკადემიაში. სამშობლოში დაბრუნებულმა დაიწყო მწყემსობა, რამაც მისი ახლობლების დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ის წლების განმავლობაში მეცხვარედ იყო და ზედმიწევნით გაეცნო მოხევეთა ყოფას, გლეხი ხალხის სატკივარს, მეფის ხელისუფალთა და ხალხის ურთიერთობას და სწორედ ეს პერიოდი ასახა მოთხრობაში „ნამწყემსარის მოგონებანი“.

ალექსანდრე ყაზბეგი თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად და ამ დროიდან დაიწყო აქტიური მოღვაწეობა ქართულ მწერლობასა და თეატრში. მისი ლიტერატურული ფსევდონიმი იყო „აკაკია მოჩხუბარიძე“, თეატრალური კი „მოხევე“. მწერალი განახლებული ქართული თეატრის მსახიობი და დრამატურგი იყო.

მწერლის პირველი მოთხრობა „ციცკა“ 1880 წელს გამოქვეყნდა. ის თანამშრომლობდა გაზეთ „დროებასა“ და ილია ჭავჭავაძის „ივერია”-სთან. „დროებაში“ დაიბეჭდა „ელგუჯა“, რომელმაც მაშინვე დიდი მწერლის სახელი მოუტანა. ამას მოჰყვა მოთხრობები და რომანები „ელისო“, „მამის მკვლელი“, „ციკო“, „განკიცხული“, „ხევისბერი გოჩა“, „მოძღვარი“.

ალექსანდრე ყაზბეგი მძიმედ დაავადდა, ის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოხვდა და 45 წლის ასაკში იქვე გარდაიცვალა.