
14 იანვარი ქართული თეატრის დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია ერთ ძალიან საინტერესო ამბავს იხსენებს: “სამშობლო“ უნდა დაედგათ, არადა დეკორაციებისა და კოსტუმებისათვის თანხა არ ჰქონდათ, ამიტომ ერთ-ერთ იმდროინდელ „მეცენატთან“ ფულის სათხოვნელად წავიდნენ. გაბღენძილმა „ქველმოქმედმა“ ბევრი უსმინა, მაგრამ ვერაფერი გაიგო. საუბრის დასასრულს არაორაზროვნად ხეირის ამბავი იკითხა… „უმადური“ საქმეაო, მოგებას არ ტოვებსო, ასე დაასკვნა… […]