21 მარტი, 2024

უნიჭიერესი გიორგი სისაურის საოცარი ნამუშევარი

უნიჭიერესი კალიგრაფის  გიორგი სისაურის თითოეული ნამუშევარი ნამდვილი საოცრებაა.

“არტ ინფო” გიზიარებთ ხელოვანის კიდევ ერთ არაჩვეულებრივ ნამუშევარს – “ლუციფერის ტროპარი”:

“შემოქმედი ხარ ცათა, ყოვლისა – მე ჯოჯოხეთის ღმერთად დავდივარ, შენ უფალი ხარ უზეშთაესი – მე დაცემული ანგელოზი ვარ,
შენ სიცოცხლისა მომნიჭებელი – მე შემოქმედი ყოვლი ცოდვისა, შენ ნათელი ხარ ღმერთო მარადის – მე მეუფება ბნელთა ყოფისა…
სამყაროს მიღმა ფიქრთა ჩაძირულს ხმა შემომესმა შორი უჩუმრად, „ძე-ხორციელო, აღსრულდა წამი, როს მომევლინე ღმრთისა მსახურად…“ ხმანი ჩამესმა უკანასკნელი… უფალს სამყარო ხელთ შეერწია:
„ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია.“