ნანა ცინცაძის ულამაზესი მიძღვნა ფიროსმანს

უნიჭიერესმა პოეტმა ნანა ცინცაძემ გენიალურ ფიროსმანს ულამაზესი ლექსი მიუძღვნა:

“წამო, ეს საღამო მივუძღვნათ ფიროსმანს,
სადმე ბნელ დუქანში დავლიოთ არაყი,
არაყი არ გინდა? კახური ღვინო ვსვათ,
დღეს ხელს არ შეგვიშლის ქეიფში არავინ.

დაღლილი თვალებით ნუ ეძებ ყვავილებს,
ვარდებს მირჩევნია დღეიდან სასმელი,
აგერა, ნიკალა ოცნებებს არიგებს,
რადგანაც ვერავინ გაუგო სათქმელი.

წამო, ვადღეგრძელოთ საწყალი მხატვარი
და ვინც ვერ გაუგო, მათ ვუთხრათ შენდობა,
ღამეგატეხილი ის ახლაც აქ არის,
კარებს გააღებს და დუქანში შემოვა…

წამოდი, ვიღაცას ვაჩუქოთ ვარდები…”