უნიჭიერეს და ულამაზეს მსახიობს ბელა მირიანაშვილს, საუბედუროდ, ჯანმრთელობის არასახარბიელო მდგომაორეობამ ძალიან მალე ათქმევინა უარი საყვარელ საქმიანობაზე.
როდესაც ის ავად გახდა და სპექტაკლებში თამაში აღარ შეეძლო, სამხატვრო ხელმძღვანელმა დაიბარა იმ სპექტაკლების რეჟისორები, სადაც ბელა მირიანაშვილი თამაშობდა და უთხრა რეჟისორებს, რომ სხვა მსახიობებით ჩაენაცვლებინათ.
ერთადერთი რეჟისორი, ვინც ბელა მირიანაშვილის ჩანაცვლებაზე უარი განაცხადა, მედეა კუჭუხიძე იყო: “მე მინდა იცოდეს ბელამ, რომ მის გარეშე რაღაცამ არსებობა შეწყვიტაო” და სპექტაკლი რეპერტუარიდან მოხსნა.