კოლხეთის დედოფლის შთაგონებით შექმნილი თავისუფლების ქანდაკება

ალბათ ბევრმა არ იცის, რომ ამერიკის სიმბოლო – თავისუფლების ქანდაკება – კოლხეთის დედოფლის ჰეკატეს შთაგონებით არის შექმნილი.

ბექა ჭიჭინაძე, ისტორიკოსი:

“თავისუფლების ქანდაკების ერთ-ერთი შთაგონება – კოლხეთის დედოფალი ჰეკატე, მედეას დედა, განღმრთობილ იქნა ახალი მთავრის ღვთაებად, რაშიც აირეკლა მთვარის დასავლეთ ქართული კულტი.

ჰეკატეს სამების (უფრო სწორედ ტრიადის) მეორე გამოსახულება ინტალიოს ანაბეჭდია, განეკუთვნება მე-2 საუკუნეს ქრისტემდე, სამების თავზე ჯვარი შემთხვევითი არაა, ჰეკატე იწოდებოდა Ερωτοτόκος-ად, ანუ ეროტიკის მშობლად, მომვლინებლად, ჯვარი კი სწორედ განაყოფიერების და სიცოცხლის სიმბოლო იყო, აქედანვე ქართული სიტყვა ,,შეჯვარება”.

ჰეკატე ეროტოტოკოსი მიეკუთვნება წარმართულ ღვთაებათა იმ გამონაკლისებს, რომელთაც თაყვანს 21-ე საუკუნეშიც სცემენ ნეოპაგანისტები.

ჰეკატე კიდევ ინახავს ჩვენი ისტორიის ერთ დიდ საიდუმლოს, რაზეც ცალკე სტატიაში მოგიყვებით, მისტიფიცირების გარეშე, აკადემიურად, წყაროთმცოდნეობითი მიდგომით.”