14 მარტი, 2024

აბსოლუტური ჭეშმარიტება ლევან კოღუაშვილისგან

რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ძალიან პატარა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან ვიდეოში აბსოლუტური ჭეშმარიტებაა, რომელიც ყველამ უნდა გაითვალისწინოს:

“ერთ-ერთი პროდიუსერი მეუბნება, რომ შენ კინოს ვერ გადაიღებ ქუჩაზე, თუ იქ არ იგინებიან. და პროფესიონალურად გამიჩნდა იმის აზარტი, რომ მეჩვენებინა, რომ გინება არ აკეთებს რეალიზმს. რეალიზმს აკეთებს რეჟისურა, აკეთებს მსახიობთან მუშაობა, აკეთებს მიზანსცენა. მინდა, რომ ჩემი ფილმი ჩემმა შვილმა ნახოს და არ მინდა, რომ საათნახევარი ისმინოს დედის გინება კინოდან. ამავე დროს მინდა პროფესიონალი ვიყო და როგორც კინორეჟისორი ვიყო დამაჯერებელი. თურმე შეიძლება, ოღონდ ამოცანა უფრო რთულდება და უფრო საინტერესო ხდება.

შემიძლია თუ არა ვაჩვენი კინოში ნარკოტიკი, როცა ფილმი ნარკომანებზეა? როცა მეუბნება ფსიქოლოგი, რომ რაც არ უნდა დანებებული ჰქონდეს ნარკოტიკისთვის თავი ნარკომანს და რაც არ უნდა ნეგატიურ კონტექსტში ააჩვენო ნარკოტიკი, როგორც კი აჩვენებ ნემსს, რომელსაც იკეთებენ, ეგრევე უჩნდება წამლის გაკეთების სურვილი, მე მაქვს პასუხისმგელბობა… რეჟისორისთვის მომგებიანია, ვაჩვენო როგორ ხარშავენ წამალს, კაი სცენაა, მომგებიანია, მაგრამ მაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა რომ არ ვაჩვენო, იმიტომ რომ ერთ ადამიანსაც თუ მოვანდომებ, არ მიღირს.

რაღაცა სხვა მექანიზმია, რომელიც უფრო მეტია, ვიდრე მორალი. ვერც ვხსნი რა არის. სხვა პასუხცისმგებლობაა. მაგრამ ეს არ გიფუჭებს საქმეს, იმიტომ რომ თუ ვაჩვენე კინო ნარკოტიკებზე ნარკოტიკების გარეშე, ეს უფრო საინეტერესოა.”