კატეგორია: ოქროს ფონდი

მუხრან მაჭავარიანის აუცილებლად წასაკითხი წერილი

მუხრან მაჭავარიანის აუცილებლად წასაკითხი წერილი

პოეტ მუხრან მაჭავარიანის წერილი, რომელიც მან გასული საუკუნის 90-იან წლებში თავის ვაჟს კანადაში მისწერა, ნებისმიერი ადამიანისთვის საყურადღებოა: “ვწუხვარ, რომ თქვენგან (უპირველეს ყოვლისა – შენგან) არ იგრძნობა თანალმობა ჩემდამი… მუხანოს და რატის ელოდება თავიანთი არგვეთი, პატარა ლაშურა, დიდი კაკლის ხე, ჩვენი ჭა… სამშობლო არ დაივიწყო! შვილები ქართველებად დაზარდე!… დაუკვირდი საკუთარ თავს, კარგად დაუკვირდი – განა არ […]

სანდრო ახმეტელი: “აი, რა მოაქვს თავისუფლებას!”

სანდრო ახმეტელი: "აი, რა მოაქვს თავისუფლებას!"

რეჟისორი სანდრო ახმეტელი თავისუფლებაში მხოლოდ წინსვლას ხედავდა და არც ცდებოდა: “რა დიდებული ამბავთა კორიანტელი ატყდება თავს ქალაქ ტფილისს! აი რა მოაქვს თავისუფლებას – წინსვლა, წინსვლა და არაფერი სხვა! როგორც შევიტყვე, გოლოვინის გამზირზე, ყოფილ რესტორან „ანონას“ ადგილას სრული დადებითობის სიგიჟე აპირებს ბინის დადებას! ეს ადგილი გადასცემიათ ჩვენ კეთილ მეგობრებს, „მწერალთა კავშირს“. ალაგში დაუპირებიათ ხელოვნების კაფის გახსნა, […]

“ვეფხისტყაოსნის” უზუსტესი შეფასება ნოდარ დუმბაძისგან

ნოდარ დუმბაძის ისტორია გალაკტიონ ტაბიძეზე

შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსნის” შესახებ თითოეულ ქართველს თავისი მოსაზრება აქვს. მწერალმა ნოდარ დუმბაძემ კი ეს პოემა ერთი წინადადებით უზუსტესად შეაფასა: “კაცობრიობის გაჩენის დღიდან არც ღმერთისთვის, არც სიყვარულისთვის, არც მეგობრობისთვის, არც ვაჟკაცობისთვის, არც ქალისთვის, არც კაცისთვის, არც მზისთვის, არც ცისთვის, არც დედამიწისთვის ასეთი დიდებული ჰიმნი ჯერ არავის არ უმღერია!”

გია ფერაძის გამოსათხოვარი წერილი შვილებს

გია ფერაძის გამოსათხოვარი წერილი შვილებს

მსახიობ გია ფერაძის ცხოვრება უდიდესი ტკივილით იყო სავსე. მან თავის შვილებს გამოსათხოვარი წერილი მიუძღვნა: “ჩემო ლამაზო შვილებო, ისმინეთ ბოლო სათქმელი თუმც ვერ გიბოძეთ ვერც ლუკმა, ვერც სანთელი და საკმელი თქვენთვის იღება ამ სულის ადრე დახშული სარკმელი თქვენს ხსენებაზე სისხლი სჩქეფს ვერ იტევს გულის სარქველი. ჭლექმა რწმენა და ძალისგან სულ ერთიანად დამცალა დამაუძლურა, დამგვემა, მთვრალივით დამაბანცალა. […]

ნოდარ დუმბაძის და ჯანსუღ ჩარკვიანის მხიარული ისტორია

ნოდარ დუმბაძის და ჯანსუღ ჩარკვიანის მხიარული ისტორია

მწერალ ნოდარ დუმბაძისა და პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანის გზები წლების წინ გადაიკვეთა და კარგი მეგობრებიც გახდნენ. ჯანსუღ ჩარკვიანს ძალიან უჭირდა გურელების ენამოსწრებულობის დაჯერება და ამის შესახებ ნოდარ დუმბაძესაც ხშირად ეუბნებოდა, არ შეიძლება ყველა გურული ენამოსწრებული იყოსო. ამის დასამტკიცებლად ნოდარმა ჯანსუღი გურიაში სტუმრად მიიწვია. ჩაასხეს პოეტის “ჟიგულში” ბენზინი და წავიდნენ ხიდისთავისკენ. გასცდნენ დაფნარს და მათი თავგადასავალიც საჯავახოს […]

სოლომონ დოდაშვილი: “სულიერად ქართველებს ღრმად სძინავთ!”

სოლომონ დოდაშვილი: "სულიერად ქართველებს ღრმად სძინავთ!"

ამ სიტყვებს ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე სოლომონ დოდაშვილი იოანე ხელაშვილს ორი საუკუნის წინ სწერდა: “გუშინ „ჟამსა განთიადისასა“ თბილისში მიწა ისე ძლიერ იძრა, რომ ყველა გააღვიძა და ლოგინიდან წამოყარა, მაგრამ „გაღვიძება ესე“ მხოლოდ ფიზიკური იყო. სულიერად ქართველებს ისე ღრმად სძინავთ, რომ ვშიშობ, მათ ვერანაირი მიწისძვრა ვერ გამოაღვიძებს.” 1827 წლის ივლისში საქართველოში არსებულმა მდგომარეობამ კი სოლომონ […]

ვაჟა ფშაველა მწერლისთვის აუცილებელ თვისებაზე

ვინ მიიღებს ვაჟა-ფშაველას ეროვნულ პრემიას

მწერლისთვის პატრიოტიზმი ჰაერივით საჭირო რომ არის, ამაზე ვაჟა ფშაველა ჯერ კიდევ წინა საუკუნეში საუბრობდა: “დიდად საჭიროა მწერლისათვის პატრიოტიზმი, თავისი ენის და ერის სიყვარული. როგორ შეიძლებოდა, თქვენვე იფიქრეთ, რუსთაველს მონგოლურად ან არაბულად ეფიქრა, ეგრძნო და ისე დაეწერა „ვეფხისტყაოსანი?“ ან დიდი მცოდნეც რომ ყოფილიყო მონღოლურის და არაბულის ენებისა და იმათ ენაზე დაეწერა თავისი უკვდავი ნაწარმოები, ის იქნებოდა, […]

მუხრან მაჭავარიანის წინასწარმეტყველება

კოლუმბი რომ შუა ზღვაში ამერიკას დაეძებდა

პოეტ მუხრან მაჭავარიანის შემოქმედება პატრიოტული და სასიყვარულო თემატიკის გარდა, სრული ჭეშმარიტების თემატიკასაც მოიცავს, რომელსაც წინასწარმეტყველურიც შეიძლება ვუწოდოთ. “არტინფო” გთავაზობთ პოეტის ერთ-ერთ ლექსს, რომელიც მის გარდაცვალებას ეძღვნება: “ნაპირს საცაა მოადგება საჩემო ნავი, – და მე ამ ქვეყნით, სამუდამოდ, იმ ქვეყნად წავალ (სხვა, – ბარეორი წავიდა რავარც)! იქ როცა მივალ, – ხელებგაშლით, – მეტყვიან, ალბათ: – მუხრანს […]

მედეა ჩახავა – მსახიობი, რომელიც მაყურებელს აჯადოებდა

მედეა ჩახავა - მსახიობი, რომელიც მაყურებელს აჯადოებდა

კინოსა და თეატრის მსახიობის მედეა ჩახავას გახსენებისას მაყურებელს ყოველთვის მისი გამორჩეული სილამაზე, ეშხიანი გამოხედვა, საუბრის განსაკუთრებული მანერა და უნიჭიერესი შთამომავლობა ახსენდება. რეჟისორი მიხეილ თუმანიშვილი მედეა ჩახავას ძალიან მოკლედ, მაგრამ ზუსტად ახასიათებდა: “მედეა ჩახავა – ცვილივით დამყოლი და ელასტიკური, აღსავსე ლირიზმით, იუმორითა და უსაზღვრო ქალურობით. მისი ქალურობა აჯადოებდა მაყურებელს, აიძულებდა, აღფრთოვანებულიყო და განეცადა. ეს დიდი ნიჭია.”

ასეთი იყო მემუხრუჭე-კონდუქტორად მომუშავე ფიროსმანი

გინახავთ მემუხრუჭე-კონდუქტორად მომუშავე ფიროსმანი?

ფიროსმანი, მისი ცხოვრება და შემოქმედება დღემდე ქართული საზოგადოების ერთ-ერთი ბოლომდე შეუსწავლელი საკითხია. მემუხრუჭე-კონდუქტორ ნიკალა ფიროსმანაშვილის ფოტო ცოტა ხნის წინ გამოჩნდა ინტერნეტში და მაშინვე მიიქცია საზოგადოების ყურადღება. ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოს არქივიში დაცულ ფოტოზე, ირწმუნებიან, რომ ფიროსმანია გამოსახული. გენიალური მხატვრის ბიოგრაფიიდან ცნობილია, რომ ნიკალა რკინიგზაზე 1888 წლიდან იმყოფებოდა. ჯერ- დარაჯად, 1888 წელს კი უფროსთან უთანხმოების გამო მოხსნეს. […]