ჯემალ ქარჩხაძის საუკეთესო სიტყვები

მწერალი ჯემალ ქარჩხაძე ძალიან ზუსტად და საუკეთესოდ გადმოგვცემს ყველაზე მთავარს თითოეული ქართველისთვის საკუთარ ნაწარმოებში “ზებულონი”:

“დღეს რომ ყველამ ჩვენ ჩვენ ოჯახებზე ვიზრუნოთ და ის ძაფები, მამა-პაპას რომ ფაქიზად დაურთავს და რუდუნებით შემოუვლია ირგვლივ ჩვენგანისთვის, რათა ქართველობა ერთ ხმა და ერთ პირ ყოფილიყო, ჩვენი უჯიათობითა და მეთვისეობით ისევ დავწყვიტოთ, დრო არ გვაპატიებს. დრო, ჩვენი მთავარი მოკეთეცა და მტერიც, ვისაც ყველაფრის უფლება აქვს, კიდეც გაგვიწყრება და კიდეც დაგვძრახავს, ხოლო შთამომავლობამ, ჩვენი უგულობით გულგაქვავებულმა, ვაითუ ზიზღიც არ გვაღირსოს, ისე გულგრილად გადაუაროს ჩვენს გაპარტახებულ საფლავებს, თითქოს არასოდეს ვყოფილვართ და არასოდეს არაფერი გვტკენია.”