7 აპრილი, 2024

ლექსო თორაძის უნიკალური კადრები

პიანისტ ლექსო თორაძის უნიკალურ და უცნობ კადრებს კომპოზიტორი ოთარ ტატიშვილი გვიზიარებს:

“უნიკალური კადრები აღმოვაჩინე ჩემს არქივში. ამ ლეგენდარული კონცერტის ვიდეო ჩანაწერი, რომელიც ჩატარდა 2015 წლის სექტემბერში, დევს youtube პორტალზე, თუმცა ამოჭრილია სწორედ ეს ეპიზოდი, რომელიც მე გადავიღე ტელეფონით. მას მერე რაც ლექსომ ბრწყინვალედ შეასრულა პროკოფიევის მე-2 საფორტეპიანო კონცერტი, დამსწრე საზოგადოება აღფრთოვანებული მისი ოსტატობით, მხურვალე ოვაციებით და აპლოდისმენტებით გაუთავებლად იძახებდა ლექსოს სცენაზე, რათა კვლავ დაეკრა ბისზე რაიმე. თუ რა მოხდა შემდეგ თავისი კურიოზებით, იხილავთ შემოთავაზებულ ვიდეოზე. ლექსო მართლაც ზეიმს ქმნიდა ყოველი თავისი გამოსვლისას და კლასიკური მუსიკის მოყვარულთ დიდ სულიერ საზრდოს უტოვებდა დიდი ხნით. მისი სახელი ოქროს ასოებით ჩაიწერება ქართული მუსიკალური კულტურის ისტორიაში.”