11 აპრილი, 2024

სოფიკო ჭიაურელი ლევან აბაშიძეზე

მსახიობი სოფიკო ჭიაურელი თავის უმცროს კოლეგაზე ლევან აბაშიძეზე ამბობდა, რომ საკუთარი შვილივით უყვარდა. ისინი ლანა ღოღობერიძის ფილმში “რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე” დედა-შვილს თამაშობდნენ:

ლევან აბაშიძეს შვილებისგან ვერ ვარჩევდი, ისე მიყვარდა.
ჩემი სანდროს საუკეთესო მეგობარი იყო. მას კი ისეთი ინტუიცია აქვს, სამეგობროდ მხოლოდ სუფთა ადამიანებს ირჩევს.
მისი ყოველი შემოსვლა ჩვენთან ოჯახში, იცით, მზე რომ კაშკაშს იწყებს ხოლმე, ისეთი იყო. თითქოს ნათელ სხივს დაატარებდა – სითბოს, სიკეთეს…

რაც შეეხება ჩემ ურთიერთობას მასთან, როგორც პარტნიორთან, განაპირობებდა მისი დიდი მსახიობური ტალანტი. ამიტომაც მტკიცედ ვიყავი დარწმუნებული, რომ ლევანის ბრწყინვალე ეკრანული სახეები მხოლოდ პრელუდია იყო იმ დიდი შემოქმედებითი გზისა, რაც მას აუცილებლად უნდა გაევლო.
ვაგლახ, რომ ძალიან დამაკლდა, ძალიან… განა მარტო მე?”