13 აპრილი, 2024

ნიკო გომელაურის უძვირფასესი სიტყვები

არაჩვეულებრივი პოეტისა და უნიჭიერესი მსახიობის ნიკო გომელაურის პოეზიაში არაერთი გამორჩეული ლექსია.

“არტ ინფო” ერთ-ერთ მათგანს გიზიარებთ:

„ვისთან ერთად მოვხვდები ჯოჯოხეთში ნეტა?
ვისთან ერთად მომიწევს ნაკვერჩხლების ხვეტა?
რამდენ პოეტს, მუსიკოსს, მსახიობს თუ მხატვარს,
დაუნდობლად ახდიან ხავერდოვან ფარდას…

აი, მერე ატყდება თამაში და მღერა!..
მერე ნახეთ, რას ნიშნავს უცენზუროდ წერა…
ცეცხლოვანი ყანწები დაიცლება ხარბად,
სამოთხეში იმ ღამეს მოიწყენენ ალბათ…“